სსიპ
ქალაქ თბილისის N210
საჯარო
სკოლა
რუსუდან კეკელიძე
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების
პროცესში
მოსწავლეთა მიერ მხატვრული ხერხების
ამოცნობის და წერითი მეტყველებისას მათი გამოყენების
პრობლემა და გადაჭრის გზები
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
თბილისი
2018 წელი
სარჩევი
წინასიტყვაობა --------------------------------------------------------------------------------3
საკვლევი საკითხის აქტუალობა ------------------------------------------------------------5
ლიტერატურის მიმოხილვა -----------------------------------------------------------------5
პრაქტიკული კვლევა -----------------------------------------------------------5
საჭიროების დადგენა ---------------------------------------------------------------------- 7
კვლევის პროცესისი აღწერა
---------------------------------------------------------------- 8
კვლევის ჩატარების გეგმა --------------------------------------------------------------------
9
კვლევის შედეგბის ანალიზი-----------------------------------------------------------------
11
პირველადი კვლევის შედეგების ანალიზი და დასკვნები
--------------------------------14
ინტერვენცია -----------------------------------------------------------------------------------15
შუალედური სადიაგნისტიკო ტესტირების შედეგები
-------------------------------------16
პირველადი და შუალედირი ტესტირების შედარება
--------------------------------------17
შემდგომი აქტივობების განხორციელება ----------------------------------------------------17
პოსტესტის შედეგები -------------------------------------------------------------------------18
მიგნებები და რეკომენდაციები --------------------------------------------------------------- 19
გამოყენებული ლიტერატურა და ბმულები --------------------------------------------------20
დანართი 1-----------------------------------------------------------------------------------------21
დანართი 2-----------------------------------------------------------------------------------------26
დანართი 3-----------------------------------------------------------------------------------------27
დანართი 4-----------------------------------------------------------------------------------------32
დანართი 5-----------------------------------------------------------------------------------------37
დანართი 6------------------------------------------------------------------------------------------42
წინასიტყვაობა
2017-2018 სასწავლო წელს სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლაში ჩავატარე
საკუთარი პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა გამოკითხვის, ანკეტირებისა და სადიაგნოსტიკო
ტესტების გამოყენებით.
მოსწავლეთათვის დარიგებული კითხვარები, ტესტები მიზნად ისახავდა, გამოგვერკვია
ჯერ მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების პროცესში
და შემდგომ წერითი დავალების შესრულებისას რა როლს ასრულებს მხატვრული ხერხების
ამოცნობა. ამისათვის საჭირო გახდა გაგვერკვია,
რა იციან მოსწავლეებმა მხატვრულ ხერხებზე,
აქვთ თუ არა წინა წლებში დაგროვილი ცოდნა ამ
სფეროში; რამდენად შეუძლიათ ტექსტში მხატვრული ხერხების ამოცნობა და შემდგომ გამოყენება.
საბოლოო ჯამში კი შევძლებდით, პასუხი გაგვეცა კითხვისათვის: რატომ უჭირთ მოსწავლეებს
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება და ტექსტის მხატვრული ანალიზის გაკეთება. კვლევაში
მონაწილეობა მიიღო 30-მა რესპოდენტმა. ესენი გახლავთ მეექვსეკლასელი
მოსწავლეები.
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორია მოსწავლეთა
ცოდნა მხატვრული ხერხების შესახებ, რამდენად ფლობენ ისინი საჭირო ინფორმაციასა და უნარებს
და როგორ, რა აქტივობებებით შეიძლება ამ პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა და მოსწავლეთა
თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა-უნარების გაუმჯობესება.
ნაშრომი შედგება
ექვსი თავისაგან.
თავი I
საკვლევი თემის აქტუალობა;
თავი II
საჭიროებების დადგენა ;
თავი
III კვლევის პროცესის აღწერა;
თავი IV კვლევის
შედეგების ანალიზი;
თავი V
ინტერვენცია;
თავი VI
მიგნებები, რეკომენდაციები;
გამოყენებული ლიტერატურა და ბმულები.
თავი I
საკვლევი საკითხის აქტუალობა
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, დავრწმუნდი,
რომ ლიტერატურის სწავლებისას მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი აწყდება, არის მხატვრული ტექსტის
გაგება-გააზრებისას ტროპული მეტყველების თავისებურებების შესწავლა, გააზრება და მოსწავლემდე მიტანა. ტროპის სახეების ამოცნობა და შემდგომ მისი გამოყენება
ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის მნიშვნელოველოვანი საკითხია და, მეტიც, განსაზღვრავს მოსწავლეთა ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას,
რომლებიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, წაკითხულის გააზრებას და, მეორე მხრივ, საკუთრი აზრის მსმენელამდე ზუსტად და ხატოვნად მიტანას.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მხატვრული ხერხების ამოცნობის
პრობლემა უკავშირდება მოსწავლეში გაგება-გააზრების უნარის ჩამოყალიბებას.
როგორც ლიტერატურაშია მოცემული, ტექსტის გაგება-გააზრებაზე
ოთხი ფაქტორი მოქმედებს:
1. მკითხველი,
2. ტექსტი,
3. მიზანი,
4. სიტუაციური კონტექსტი1
მიზანთა შორის ერთ-ერთი ესთეტიკური სიამოვნების მიღებაა,
რაც შეუძლებელია, როცა მოსწავლე მხატვრული ხერხების ამოცნობას ვერ ახერხებს, რადგან
ასეთ დროს მხოლოდ სიტყვათა მნიშვნელობის ცოდნა საკმარისი არ არის.
მხატვრული ლიტერატურა
ეფუძნება ასახვის საშუალებებს, მხატვრული ლიტერატურა
ტროპისა და მისი სახეების გარეშე წარმოუდგენელია. მოსწავლე მხატვრული ნაწარმოების შესწავლისას
ეცნობა არა მარტო მწერლის იდეას, არამედ ნაწარმოების მხატვრულ ქსოვილს, მხატვრულ სახეებს.
სწორედ ამიტომ ძნელია მხატვრული ლიტერატურის აღქმა-გააზრება და ტექსტების სწორი ინტერპრეტაცია
მხატვრული სახეების გაგების გარეშე. კვლევითაც გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს უჭირთ ნაწარმოების
ანალიზის წერა, განსაკუთრებით, მხატვრული ანალიზისა, რადგან შესაბამისი ცოდნა არ აქვთ
ამ სფეროში, ან მხოლოდ თეორიულად ისწავლეს
საკითხი და პრაქტიკულად ნასწავლის გამოყენება არ შეუძლიათ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება დაეხმარება მოსწავლეებს,
განუვითარდეთ უნარი, თანდათან ჩაწვდნენ მხატვრული
ტექსტის არსს, მიიღონ ესთეტიკური სიამოვნება, თანდათან შეძლონ
მხატვრული ტექსტების სწორი ინტერპრეტაცია, განუვითარდეთ ტექსტის მხატვრული
ანალიზის წერის უნარი, შესწავლილი მასალა გამოიყენონ პრაქტიკაში
ვფიქრობ, კვლევა დაეხმარება
კოლეგებს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში, არა მარტო სწავლების აღნიშნულ საფეხურზე, არამედ მთელ სასკოლო პერიოდში,
რადგან მხატვრული ტექსტის გაგების პროცესი და ნაწარმოების მხატვრული ქსოვილის
აღქმის პროცესი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაგვარი და მუდმივი პროცესია.
უნდა დავძინოთ, რომ კვლევა მნიშვნელოვანია ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის
განვითარებისათვის. შესაძლებლობა
მომეცემა, სწორად დავგეგმო შემდეგში
სასწავლო პროცესი, განვსაზღვრო სამომავლოდ ჩასატარებელი აქტივობები და თავიდან
ავიცილო სხვა მოსწავლეებთან სირთულეები,
რომლებიც საკვლევ თემას უკავშირდება.
ლიტერატურის მიმოხილვა
სამწუხაროდ, წარმოდგენილი საკითხის შესახებ ლიტერატურა მრავალფეროვანი
არაა.
საყოველთოდ აღიარებულია, რომ მოსწავლეებს განსაკუთრებით
უჭირთ ტროპის გაგება. ტროპის გააზრებას საფუძველი, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში
ვხვდებით, იწყება ანტიკური ხანიდან. კვანტალიანე განმარტავდა ტროპს, როგორც სიტყვის
ძირითადი მნიშვნელობის იმგვარ ცვლილებას, რის
შედეგადაც მიიღებოდა გამდიდრებული მნიშვნელობა.2 ლიტერატურის სწავლებისას
სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, მოსწავლემ გაიაზროს, აღიქვას და გამოიყენოს სიტყვის
გამდიდრებული მნიშვნელობა. მოსწავლემ შეძლოს
წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა საფეხურზე
შეძლოს მწერლის თვითმყოფადობის ამოცნობა,
რაშიც გადამწყვეტია, მხატვრული სახეები.
ინტერნეტსივრცეში
წავაწყდებით ხოლმე ისეთ ჩანაწერებს, რომლებიც ხაზს უსვამენ, რამდენად მნიშვნელოვანია
მხატვრული ხერხების ცოდნა.
Ø ,,მხატვრული
ხერხები ჩამომიწერეთ...’’,,თავისი განმარტებებით, თორემ ენაში ნოლი თუ ნული ვარ’’ ( http://answers.ambebi.ge/s/6/განათლება/70/სხვა---განათლება/763993/unknown);
Ø ,,ხერხები გამახსენეთ
რა....მეტაფორა, შედარება,ეპითეტი...კიდე არის რამე? ხოდა
ამ რამდენიმეზე მიმიწერეთ განმარტება.ძააან მჭირდება. ხვალ გამოცდა მაქვს (http://answers.ambebi.ge/s/6/განათლება/100/გამოცდები/163696/category)
თინათინ
სახელაშვილი სტატიაში „როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს თხზულების წერა“ აღნიშნავს: ,,მოზარდები სწავლობენ ისე, რომ არ ესმით შინაარსი,
მოსწონთ ლამაზად გარითმული სიტყვები, მაგრამ მათ მიღმა ვერ ხედავენ ავტორს და მის
სულიერ სამყაროს, არადა, უმთავრესი ხომ ეს არის...’’.3
ნინო
ლომიძე სტატიაში „მხატვრული ტექსტის ანალიზი“
წერს, რომ „იდეის გაცხადების
შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მწერლის ოსტატობას.ამ მიმართულებით
კვლევისას მკითხველი პასუხობს კითხვებს: რისი თქმა სურდა ავტორს? როგორ, რა
მხატვრული ხერხების მეშვეობით შესძლო ან სათქმელის გამოხატვა? სათქმელი პირდაპირაა
გადმოცემული თუ შეფარვით?“ 4
პრაქტიკული კვლევა
მოსწავლემ რომ პერსონაჟის სულიერი სამყარო დაინახოს,
უნდა შეეძლოს მხატვრული სახეების ამოცნობა. ამ ხედვას გამომუშავება სჭირდება, რასაც ადასტურებს ეროვნული სასწავლო გეგმა . ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით,
მეექვსეკლასელი
მოსწავლე უნდა გავიდეს მთელ რიგ შედეგზე, რომელთა შორისაა:
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს
კითხვის პროცესით გამოწვეული
განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობილებაზე;
·
ასახელებს მისთვის ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილებს და ხსნის აღნიშნულ
ეპიზოდში გამოყენებული მხატვრული ხერხის დანიშნულებას.
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების
გამოყენება წერის პროცესში;აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკეთებს მოკლე წერილობით კომენტარს მისთვის მხატვრულად და აზრობრივად საინტერესო
მონაკვეთების შესახებ;
·
საკუთარი განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს მისთვის სასურველ მხატვრულ
ფორმას;
·
ქმნის მისთვის აზრობრივად საინტერესო ეპიზოდის გაგრძელებისა და დასასრულის საკუთარ
ვარიანტს;
·
კონკრეტული ლიტერატურული ჟანრის ტექსტის დასაწყისის მიხედვით ქმნის შესაბამისი
მხატვრული ფორმის მცირე ზომის თხზულებას;
·
ქმნის ორიგინალურ თხზულებას.
ეს ყოველივე მიუღწეველია,
თუ მოსწავლეს შესაბამის დონეზე არ აქვს დაძლეული მეხუთე კლასის სტანდარტი:
ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
შედეგითვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს ჩანახატებსა და
ფელეტონებს საკლასო გაზეთისა და
ჟურნალისათვის;
·
ამა თუ იმ ჟანრის ტექსტის შექმნისას
იყენებს სხვადასხვა მხატვრულ ხერხს(ეპითეტს,
შედარებას, გაპიროვნებას, რითმასა და სხვ.);
ამდენად,
თუ ბავშვს არ შეუძლია განასხვაოს შედარება, მეტაფორა, ეპითეტი, თუ გაპიროვნება, ბუნებრივია, იგი ვერ გაიაზრებს მხატვრულ ტექსტს, ვერ შექმნის მხატვრულ ტექსტს, საბოლოოდ კი, ვერ მოაღწევს
სტანდარტით განსაზღვრულ დონეს.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი პედაგოგს ავალდებულებს:
მუხლი
134. მკვლევარი მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორია:
მკვლევარი მასწავლებელი პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის საფუძველზე გადაამუშავებს სასწავლო
პროგრამას კონკრეტული კლასის/საფეხურის დამ ოსწავლეების ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ეხმარება კოლეგებს
პროფესიული საჭიროებების დადგენაში; სკოლაში ქმნის
თვითაქტუალიზაციისხელშემწყობგარემოს. შემოქმედებითად
წარმართავს სასწავლო პროცესს. იკვლევს სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, შეფასების შედეგებსდაამმონაცემებისსაფუძველზეშეიმუშავებსრეკომენდაციებსსწავლება-სწავლისხარისხისგასაუმჯობესებლად.
მუხლი 137 . სწავლება
3. იკვლევს სწავლების სტრატეგიების ეფექტიანობას და შეუძლია მათი მოდიფიცირება.
მუხლი139 . პროფესიული განვითარება
2. შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
თავი II
საჭიროებების დადგენა
სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვისათვის მნიშვნელოვანია
მოსწავლის საჭიროებების დადგენა. მასწავლებელმა უნდა აღმოაჩინოს მოსწავლეთა სუსტი მხარეები
და ეცადოს, აღმოფხვრას პრობლემები. საკუთარი პედაგოგიური კვლევა და მისი შედეგების გაანალიზება ერთ-ერთი
მეთოდია მოსწავლეთა საჭიროებების გამოსავლენად
და ამ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების დასაგეგმად. საგაკვეთილო პროცესში დაკვირვების შედეგად გამოჩნდა,
რომ მოსწავლეები კარგად არ იცნობდნენ მხატვრულ ხერხებს, უჭირდათ მათი მნიშვნელობის
აღქმა.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ასპექტი. საჭიროა, რომ მოსწავლეს
არ ჩამოუყალიბდეს შიში აღნიშნული საკითხის მიმართ. რეკომენდაციებში მარცხისა და შეცდომის
მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად აღნიშნულია, რომ საჭიროა, „ვეცადოთ, გავაანალიზოთ შეცდომა და ვერიდოთ მის გამეორებას.“5
კვლევის მიზანი:
Ø დავეხმაროთ მოსწავლეებს, შეძლონ ნაწარმოების მხატვრული ქსოვილის აღქმა;
Ø ხელი შევუწყოთ ბავშვებს,
გაიაზრონ მხატვრული ტექსტი;
Ø განვუვითაროთ მოსწავლეებს
უნარი, თავად შეძლონ მხატვრული ხერხების გამოყენებით
წერა.
კვლევის ამოცანები:
კვლევის ამოცანაა, პასუხი გავცეთ კვლევის მთავარ
კითხვას: რა არის მიზეზი იმისა, რომ მოსწავლეებს, კერძოდ მეექვსეკლასელებს, უჭირთ მხატვრული
ხერხების გააზრება და, შესაბამისად, მხატვრული
ტექსტის აღქმა?
Ø რაოდენობრივი
და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენება;
Ø ინტერვენციების
დაგეგმვა;
Ø ინტერვენციების
განხორციელება;
Ø ინტერვენციების
შეფასება;
Ø კვლევის
შედეგების ანალიზი;
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების
მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
Ø როგორ დავადგინოთ
მოსწავლეთა საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები?
Ø რა არის მიზეზი
იმისა, რომ მოსწალეებს არ შეუძლიათ თეორიულად ნასწავლი მხატვრული ხერხები ამოიცნონ
ტექსტში?
Ø რატომ არის მოსწავლისათვის
უინტერესო ტექსტის კითხვა?
Ø რა გავლენას ახდენს
ტექსტის აღქმის სირთულე მოსწავლის წერით მეტყველებაზე?
თავი III
კვლევის პროცესის
აღწერა
სამიზნე ჯგუფი:
VIბ კლასში, რომელსაც ვასწავი ქართულ ენასა და ლიტერატურას, პრობლემას წარმოადგენს მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება
და წერითი მეტყველება. მოსწავლეებს უჭირთ მხატვრული
ხერხების შესახებ თეორიულად ნასწავლი ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენება. ეს ქმნის სირთულეს
გაიაზრონ მხატვრული ტექსტი და შემდეგ შეძლონ ტექსტის მხატვრული ანალიზი მინიმალურ დონეზე.
ამიტომ გადავწყვიტე
აღნიშნული პრაქტიკული კვლევის ჩატარება სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლის VIბ კლასში, რომელშიც ირიცხება 30 მოსწავლე.
გადავწყვიტე არსებული პრობლემიდან გამომდინარე გამომეკვლია რა უშლიდა მოსწავლეებს ხელს მხატვრული ტექსტის გაგება-
გააზრებაში და დამესახა გამოსწორების გზები. ხუთი თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ საკვლევ თემაზე.
კვლევის მეთოდები:
კვლევის დროს გამოვიყენე :
Ø
აღწერითი დაკვირვება,
Ø სადიაგნოსტიკო ტესტირება,
Ø
მოსწავლეთა ანკეტირება.
აღწერითი დაკვირვება-პირველ ეტაპზე 3 კვირა ვაკვირდებოდი ბავშვებს, როგორ აღიქვამდნენ
ისინი მხატვრულ ტექსტს, რამდენად ახერხებდნენ გამოეყოთ მხატვრული ხერხები, იაზრებდნენ თუ არა
მათ მნიშვნელობას, რა ინტენსივობთ ასრულებდნენ წერით დავალებას, როგორი იყო მათი გუნება-განწყობილება
წერითი დავალების შესრულებისას.
დაკვირვების მიზანი იყო დამედგინა, თუ რაზე უნდა გაკეთებულიყო ფოკუსირება.
სადიაგნოსტიკო
ტესტირება - კვლევის პირველ ეტაპზე გამოვიყენე
მცირე ზომის მხატვრული ტექსტი „ხათაბალა“, რომელსაც ერთვოდა კითხვები ტექსტის გაგება-გააზრებისა და მხატვრული ხერხების
ამოცნობისათვის.
შუალედური
ტესტირებისათვის გამოვიყენე ტექსტები „სუფლიორი“ და „ნაწიბურები გულზე“, ხოლო საბოლოო
შეფასებისათვის - ტექსტები: „მეიარაღის გოგონას ამბავი“ და „ბებო“.
მოსწავლეთა ანკეტირება - მოსწავლეებს დაურიგდათ
კითხვარები:
1) იცით რა
არის ტროპი?
2) დაასახელეთ მხატვრული
ხერხები
3) იცი თუ არა რა არის
შედარება, ეპითეტი, გაპიროვნება?
ა) ვიცი ყველა ბ) ყველა არ ვიცი გ) საერთოდ არ ვიცი
4) რომელ დავალება მოგწონთ?
ა) პრეზენტაციის მომზადება; ბ) თხზულება;
გ) ტესტის შევსება
5) უფრო ხშირად რა ტიპის დავალებას წერდით?
ა) ტესტი ბ) თხზულება
6) რამდენად იოლია თქვენთვის თხზულების წერა?
ა) იოლია ბ) არც ისე იოლია გ) მიჭირს
კვლევის ჩატარების გეგმა:
აქტივობა
|
I
|
II
|
III
|
IV
|
V
|
საკვლევი
პრობლემის შერჩევა
|
X
|
||||
კვლევის
სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
||||
X
|
X
|
||||
კვლევის
მეთოდების შერჩევა
|
X
|
||||
კითხვარის
შერჩევა, დამუშავება
|
X
|
||||
სადიაგნოსტიკო
ტესტირება, პრეტესტი „ხათაბალა“
|
X
|
||||
მოსწავლეთა
ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი)
|
X
|
||||
მონაცემთა
დამუშავება,
კვლევის რიცხობრივი და თვისობრივი ანალიზი;
|
X
|
X
|
|||
დასკვნების გამოტანა
|
X
|
X
|
|||
სავარაუდო ინტერვენციების დაგეგმვაპრობლემის გააზრება და გზების ძიება, სამოქმედო გეგმის
დასახვა, აქტივობების შერჩევა
|
X
|
||||
ინტერვენციების
განხორციელება
|
X
|
X
|
|||
შუალედური ტესტირება, ტესტი „სუფლიორი“, „ნაწიბურები
გულზე“ და შედეგების ანალიზი
|
X
|
||||
შემდგომი აქტივობების
განხორციელება;
|
X
|
||||
პოსტეტესტი, „მეიარაღის გოგონას ამბავი“ და „ბებო“ და შედეგების განსაზღვრა;
|
X
|
||||
საბოლოო
დასკვნების ჩამო ყალიბება
|
X
|
||||
შედეგების
გაცნობა კოლეგებისათვის პრეზენტაცია
|
X
|
IV თავი
კვლევის შედეგების ანალიზი
როგორც უკვე დავინახეთ
კვლევის ძირითადი კითხვისთვის პასუხის გასაცემად განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა.
ამ თავში განხილულია მონაცემთა შეგროვების
თითოეული მეთოდის გამოყენებით მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ანალიზი.
მოსწავლეებს შევთავაზეთ
მათი ასაკისათვის შესაფერისი მხატვრული ტექსტი, რომელსაც თანდართული ჰქონდა კითხვები
გაგება-გააზრებისათვის. კითხვათა შორის იყო დავალება, რომელიც მხატვრული ხერხების ამოცნობას
ემსახურებოდა. დავალება იმდაგვარად იყო შერჩეული
რომ მოსწავლეს მხატვრული ხერხების ამოცნობის დავალება ტექსტის გაგება-გააზრების ორგანულ
პროცესად აღექვა და არა განყენებულ ქმედებად.
მოსწავლეთა პასუხების შეჯერებისა და რაოდენობრივი ანალიზის
შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი:
1 დიაგნოსტიკური პრეტესტის
(„ხათაბალა“) შედეგი
მხატვრული ხერხი ამოიცნო მოსწავლეთა 25%-მა
მხატვრული ხერხი ვერ ამოიცნო მოსწავლეთა 75% -მა
2 ანკეტირების
შედეგი
პრობლემის არსის გასაანალიზებლად მოსწავლეებს შევთავაზეთ
ეპასუხათ ანკეტის კითხვებისთვის. მონაცემთა
ანალიზის შედეგად გამოიკვეთა სემდეგი სურათი:
1)
შეკითხვაძე რა არის ტროპი? პასუხებიდან გაირკვა,
რომ ტროპის რაობა არ ესმის არც ერთ მოსწავლეს (100 %)
2) შეკითხვაზე, დაასახელეთ
მხატვრული ხერხები მხატვრულ ხერხებს ვერ ასახელებს
20 % ; მხატვრულ ხერხებს ასახელებს 80 %. აქედან:
4 მხატვრულ ხერხს ასახელებს - 5 %;
3 მხატვრულ ხერხს – 15 %;
2 მხატვრულ ხერხს - 20 %.
1
მხატვრულ ხერხს - 35%
3) კითხვაზე იცი თუ არა რა არის შედარება,
ეპითეტი, გაპიროვნება? პასუხები განაწილდა შემდეგნაირად:
ვიცი ყველა
- 5%
ყველა არ ვიცი -95%
საერთოდ არ ვიცი - 0%
4)
კითხვაზე, რომელ დავალებას აირჩევდი
შესასრულებლად, პასუხები ნაწილდება შემდეგნაირად.
ა) პრეზენტაციის მომზადება - 60%
ბ) თხზულების დაწერა - 10%
გ) ტესტის შევსება - 30 %
5)
კითხვაზე - უფრო
ხშირად რა ტიპის დავალებას წერდი? 30% პასუხობს,
რომ ასრულებდნენ ტესტს, 70%-თხზულება.
5)
რამდენად იოლია თქვენთვის
თემების წერა?
ა) იოლია 10%
ბ) დაძლევა შესაძლებელია 60 %
გ) მიჭირს - 40 %
პირველადი კვლევის შედეგების ანალიზის დასკვნები
შედეგების ურთიერთშეჯერება იძლევა დამაფიქრებელ სურათს:
v მოსწავლეებს უჭირთ,
გაიაზრონ რა არის ტროპი;
v მოსწავლეებს სმენიათ
მხატვრული ხერხების შესახებ, მაგრამ მათი ცოდნა
ზერელეა;
v კლასის მხოლოდ ნახევარზე ნაკლები აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს სწორად , ანუ აქვს
თვითშეფასების უნარი, ფლობს შესაბამის ცოდნას,
ნახევარზე მეტი თვლის, რომ იცის, რადგან გაუგონია.
v მოსწავლეებს, ზოგადად,
არ უყვართ თემების წერა და ამჯობინებენ ტესტს ან პრეზენტაციას;
თავი
V
ინტერვენცია
პრობლემის გააზრება
და გზების ძიება, სამოქმედო გეგმის დასახვა, აქტივობების შერჩევა, განხორციელება და
მიღებული შედეგის ანალიზი
მიღებული სურათი ცხადყოფს, რომ მოსწავლეებმა ვერ შეითვისეს
მასალა, რომელიც სჭირდებათ სწავლის ამ
ეტაპზე და დასჭირდებათ
მომავლაშიც. ამდენად, საჭიროა ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც:
ა) სრულყოფს
მათ ცოდნას;
ბ) აამაღლებს მათში მოტივაციას;
გ) იქნება საინტერესო, სახალისო;
დ) განამტკიცებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოყენებით;
ე) მოსწავლეს მისცემს თვითშეფასებისა და ცოდნის განმტკიცების
საშუალებას;
ვ) პედაგოგს მისცემს საშუალებას დაინახოს სურათი, რას მიაღწიეს
მოსწავლეებმა.
აქტივობების განხორციელება
გამოკვეთილი პრობლემების დაძლევა მოსწავლის წიგნიერების განვითარებისათვის
მნიშვნელოვანია. შესაძლებელია პასუხი გავცეთ პრობლემურ კითხვას, რამდენად ულის ხელს
მოსწავლეს მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებაში
მხატვრული ხერხების ამოცნობასთან დაკავსირებული სირთულეები. ამიტომ ზემოთქმულის გათვალისწინებით დავგეგმე შემდეგი აქტივობები:
აქტივობა 1. აქტიური ლექცია- მოსწავლეებს
ვესაუბრე მხატვრული ტექსტის რაობის და მისი
თავისებურების შესახებ,
აქტივობა 2. ტროპის სახეების შესწავლა
(პრაქტიკული მუშაობით - წყვილებში, ჯგუფებში).
აქტივობა 3. საკლასო სამუშაოები - კითხვა
პაუზებით (ვკითხულობთ მხატვრულ ტექსტს, პოეზიას და გზადაგზა ვაანალიზებთ: რა მხატვრული
ხერხი გამოიყენა მწერალმა; რას შეიძლება გულისხმობდეს ავტორი ამ ფრაზაში; რა განცდას იწვევს მკითხველში ესა თუ
ის ფრაზა; როგორაა გამოხატული მხატვრული სახით მწერლის განწყობა.
აქტივობა 4. საკლასო სამუშაო - მუშაობა
წყვილებში (იპოვე შედარება და მეტაფორა)
აქტივობა 5. საშინაო დავალება - იპოვე
და დააჯგუფე ტროპის სახეები,
აქტივობა 6. საკლასო მუშაობა - შექმენი
(რამდენიმე სიტყვაზე ქმნიან მხატვრულ სახეებს).
აქტივობა 7. ლიტერატურული თამაში - ,,გააგრძელე’’ (თამაშით ვქმნით მხატვრულ
ტექსტს. ვირჩევთ თემას და მოსწავლეები წერენ
რამეს ისე, რომ გამოიყენონ მხატვრული ხერხები. ისინი აგრძელებენ ერთმანეთის ნაწერებს
);
აქტივობა 8. დავალება: მოიძიე და დააჯგუფე
ტროპის სახეები მხატვრული ნაწარმოებიდან,
აქტივობა
9. ვკითხულობთ ტექსტს. მოსწავლე ამოიცნობს მხატვრულ
ხერხსა და განმარტავს რას შეიძლება გულისხმობდეს ავტორი მასში.
აქტივობა 10. აქტივობა „ზედსართავები“.
მოსწავლე არჩევს 5 ზედსართვს წაკითხული მოთხრობისთვის,
ხსნის თავის არჩევანს და უკავშირებს ტექსტის
კონკრეტულ ადგილებს.
აქტივობა 11. სიტყვათა შერჩევა და გამოყენება
(მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს, რომ ავტორი არც თუ ისე საინტერესო სიტყვებს იყენებს.
გონებრილი იერიშით მოსწავლეები მოიფიქრებენ სიტყვებს, რომლებითაც მოცემულ სიტყვებს
ჩაანაცვლებენ. შემდეგ მოსწავლეები ახალ ტექსტებს ქმნიან ამ სიტყვების გამოყენებით.
აქტივობა 12. დაწერე მოთხრობა.
შუალედური სადიაგნოსტიკო ტესტის შედეგები
განხორციელებული
აქტივობები საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა. მათი განხორციელების შემდეგ, როგორც
დაგეგმილი იყო, ჩავატარე შუალედური ტესტირება. მოსწავლეებს შევთავაზეთ ორი მხატვრული
ტექსტი: „სუფლიორი“, „ნაწიბურები გულზე“.
შუალედური ტესტირების დროს დავიცავით იგივე პრინციპი,
რომელიც აღებული გვქონდა პირველადი ტესტირების დროს.
ტესტის შედეგები:
მოსწავლეთა 70%
- მა - ამოიცნო ყველა მხატვრულ ხერხი;
მოსწავლეთა 30%
- მა - ვერ ამოიცნო ყველა მხატვრული ხერხი.
შედეგებისს
შედარება პირველადი ტესტირების შედეგებთან, აჩვენებს, რომ სურათი შეცვლილია : კლასის უმეტესობას თუ არ შეეძლო მხატვრული ხერხების
ამოცნობა, ახლა ეს მაჩვენებელი შემცირებულია:
მოსწავლეები უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ისინი ერკვევიან საკითხში, შეიძლება ითქვას,
რომ სჭირდებათ ცოდნის განმტკიცება .
პირველი და შუალედური ტესტირების შედარება
შემდგომი აქტივობების განხორციელება
რადგან გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს
სჭირდებოდათ შეძენილი ცოდნის განმტკიცება,
განვახორციელე კიდევ ერთი ინტერვენცია. ამჯერად არჩევანი შევაჩერეთ ინტერაქტიულ თამაშზე.
Ø ინტერაქტიული
თამაში - „ კარუსელი“5
ერთი მოსწავლე ფურცელზე წერს ფრაზას და გადააწოდებს მეორეს. მეორე
ცდილობს, ლოგიკურად გაარძელოს აზრი, განავითაროს მოქმედება თუ სრულყოს დაწყებული აღწერა
– წერს მომდევნო წინადადებას და ფურცელს მესამეს გადასცემს და ასე შემდეგ. ფურცელი
წრეზე ტრიალებს .
გართულებული თამაში – დავასახელოთ თემა და მოსწავლეებს ავუხსნათ,
რომ ისე უნდა დაწერონ საკუთარი „წინადადება“, ერთმანეთის ნაწერი არ ნახონ, არ
იცოდნენ, რა დაწერა თამაშის სხვა მონაწილემ (ამ დროს ფურცელს გადაკეცავენ და ისე
აწვდიან ერთმანეთს ან ვურიგებთ პატარა ბარათებს, რომლებსაც ვკრებთ, რიგის მიხედვით
ვკინძავთ და ისე ვკითხულობთ.
თამაშის მარტივი ინსტრუქცია: მოსწავლეებმა შექმნან შედარებები ან მეტაფორები
ან გამოიყენონ ეპითეტები და ა.შ. თუმცა თამაშის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა
თემისა თუ საკითხის შესწავლა-განმტკიცებისთვის. უბრალოდ, თამაშის წესებში
ვამატებთ, რომ:
წერონ მარტივი, შერწყმული ან რთული
წინადადებებით (იმისდა მიხედვით, რა საკითხის განსამტკიცებლადაც გვჭირდება).
Ø
წერილები მხატვრული ხერხების გამოყენებით,
Ø
მხატვრული ტექსტების მარტივი ანალიზის შექმნა.
Ë
აქტოვობისათვის
გამოვიყენე ინტერნეტრესურსით - „დაწერე მოთხრობა“
- მოთხრობების დაწერა http://kargiskola.ge/dawere/
მოსწავლეებს ეძლევათ შემდეგი
დავალება: მოდი, დავიწყოთ წერა!დააწკაპე სამივე ყუთს (პერსონაჟი, თვისება, პრობლება). თუ რომელიმე ყუთიდან ამოსული სიტყვა არ მოგეწონება, დააწკაპე ხელახლა. შეგიძლია დააწკაპო იმდენჯერ, რამდენჯერაც გინდა! როცა ყველაფერს შეარჩევ, დააწკაპე წითელ ისარს.
მოსწავლეები ცისფერი ყუთიდან (თვისება) არჩევენ სიტყვებს, რომლებიც ეპითეტებად
გამოიყენება და აგებენ ტექსტს.
პოსტესტის შედეგები
ზემოთ ჩამოთვლილი
ინტერვენციის განხორციელების შემდეგ ჩავატარე
პოსტტესტირება, რათა შემეფასებინა მოსწავლეთა მიღწეული შედეგი. ბავსვებს შევთავაზე
მხატვრული ტექსტები „მეიარაღის გოგონას ამბავი“
და „ბებო“. დაცული იყო მხატვრული ტექსტის კითხვის ზემოთ აღნისნული პრინციპი.
ტესტის შედეგები:
მოსწავლეთა 95
%-მა ამოიცნო ყველა მხატვრულ ხერხი;
5 %-მა - ვერ ამოიცნო
ყველა მხატვრული ხერხი.
საბოლოოდ ერთმანეთს
შევადარეთ პრეტესტის, შუალებური ტესტირების
და პოსტესტის შედეგები. შედეგები გამოსახულია გრაფიკით
თავი VI
მიგნებები, რეკომენდაციები
მიგნებები:
გამოყენებულმა ინვერვენციებმა ხელი შეუწყო:
ü სწავლების პროცესის
გაანალიზებას,
ü მოსწავლეებმა
გაიღრმავეს ცოდნა მხატვრული ხერხების
შესახებ, რამაც ხელი შეუწყო მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებას,
ü მოსწავლეები
მხატვრული ტექსტის კითხვისას გამოხატავენ ემოციას და განიცდიან ესთეტიკურ
სიამოვნებას, რასაც განაპირობებს მხატვრული ხერხების ამოცნობა და გააზრება,
ü მოსწავლეები ცდილობენ
წერისას გამოიყენონ ტროპის მარტივი ხერხები.
რეკომენდაციები:
აღნიშნული კვლევის
საფუძველზე კოლეგებს შემიძლია მივცე შემდეგი რეკომენდაცია:
1. მოსწავლეთა ზერელე
ცოდნა მხატვრული ხერხების შესახებ იმითაცაა
გამოწვეული, რომ სახელმძღვანელოში აღნიშნული
საკითხების შესწავლა სასწავლო წლის ბოლოსთვისაა გადმოტანილი. მნიშვნელოვანია,
რომ მოვახდინოთ დაგეგმვა ისე, რომ მოვარგოთ მოსწავლის საჭიროებას.
2. მოსწავლეთა მიერ
მხატვრული ხერხების გააზრება ხელს უწყობს გაგება-გააზრების
უნარის განვითარებას, რადგან კითხვა გააზრების გარეშე კარგავს აზრს.
3. თუ მოსწავლე ამოიცნობს
მხატვულ ხერხებს, მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი გაწაფული მკითხველის ჩამოყალიბებას.
4. სახალისო, საინტერესო აქტივობებით
შესაძლებელია მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ შედეგი, სწავლების ამ ეტაპზე ამოიცნონ
და გამოიყენონ ტროპის მარტივი სახეები.
5. მხატვრული ტექსტის
სწავლებისას რუტინულად ვიმუშაოთ ტექსტის მხატვრული ქსოვილის გააზრებაზე, რაშიც მნიშვნელოვანი
ყურადღბა უნდა მივაქციოთ ტროპის სახეებს.
6. მოსწავლეებს უჭირთ
ანალიტიკური ხასიათის სამუშაოს შესრულება, წერითი მეტყველებისას იყენებენ მარტივ ლექსიკას,
ნაკლებად შეუძლიათ მოვლენის, პერსონაჯის, მოქმედების გადმოსაცემათ მხატვრული ხერხების
გამოყენება.
სიტუაციის გაუმჯობესება შესაძლებელია ზემოაღწერილი აქტივობების საშუალებით.
მოსწავლეებს მოსწონთ, როცა ისინი თვითონ ქმნიან
ტექსტს.
7. მხატვრულ ხერხებზე
ყურადღების გამახვილება ტექსტის კითხვას აქცევს სასიამოვნოდ და კითხვის პროცესს ანიჭებს
ესთეტიკურ ხასიათს, რაც დადებითდ აისახება მოსწავლის ფსიქოემოციურ განწყობაზე.
გამოყენებული ლიტერატურა და ბმულები:
1.
„კითხვისა და წერის სწავლება
დაწყებით საფეხურზე, I-VI კლასები,
გვ. 213;
2. ბარბაქაძე ცირა,
რიტორიკა და ტროპის თეორია, სემიოტიკა, https://semioticsjournal.wordpress.com/tag/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98/
3.
სახელაშვილი თინათინ, ,,როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს თხზულების წერა’’,
ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’ http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=8&id=107;
4. ლომიძე ნინო, „პროზაული მხატვრული ტექსტის ანალიზი“, ინტერნეტგაზეთი
„მასწავლებელი“,http://mastsavlebeli.ge/?p=9389;
5. ოსიაშვილი ქეთევანი, „როგორ მოვეხმაროთ მოსწავლეებს შეცდომის
გააზრებაში“, ჟურნალი „მასწავლებელი“, 2018 წელი, N1, გვ. 32;
6. ნასყიდაშვილი ნინო, საგაკვეთილო რესურსი -ლიტერატურული თამაში „კარუსელი“,
ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“ , http://mastsavlebeli.ge/?p=14408
7. ლობჟანიძე ს., როგორ
წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები, ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’, 24.08 2012წ.
8. მასწავლებლის პროფესიული
განვითარების სქემაში ჩართვის გზამკვლევი, 2011 წ.
10. ლიტერატურის თეორიის
საფუძვლები, თბ 1995;
12. სამსონია ირინა, „მხატვრული ტექსტის გააზრების
ზოგიერთი ასპექტი“ , ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, http://mastsavlebeli.ge/?p=4081
13. მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტი,
14. ეროვნული სასწავლო
გეგმა
რეფლექსია
2018 წლის მაისში ჩავატარე კოლეგებთან შეხვედრა, რომლის მიზანი იყო
პედაგოგიური კვლევის ანგარიშის წარდგენა და
განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ ქალაქ თბილისის N210 საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის პედაგოგები და დაწყებითი კლასების მასწავლებლები.
კოლეგებთან შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი პედაგოგები.
#
|
მასწავლებლის
სახელი და გვარი
|
|
1.
|
გულუაშვილი
ნინო
|
|
2.
|
შიოშვილი ლია
|
|
3.
|
წეველიძე თამარი
|
|
4.
|
გეგეშიძე ნაიარა
|
|
5.
|
მძევაშვილი ლია
|
|
6.
|
ჟიჟილაშვილი თეა
|
|
7.
|
მინდელი ნანული
|
|
8.
|
თეთრაშვილი ელზა
|
|
9.
|
არაბული შორენა
|
|
10.
|
გოგშელიძე მაყვალა
|
|
11.
|
კენჭიაშვილი ლია
|
|
12.
|
კაჭკაჭაშვილი დარეჯანი
|
სამუშაო შეხვედრა წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის
მიხედვით, კერძოდ, კოლეგებს წინასწარ დავურიგე კვლევის ანგარიში გასაცნობად, ხოლო შემდეგ წარვუდგინე
კვლევის ანგარიშის ძირითადი ასპექტები. ყურადღება გავამახვილე საკითხის აქტუალობაზე,
კვლევის მეთოდებსა და ინსტრუისმენტებზე. გავაცანი კვლევის შედეგად მიღებული რაოდენობრივი
და თვისობრივი ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღბა გავამახვილე ინტერვენციაზე, დასკვნებსა
და რეკომენდაციებზე.
ანგარიშის
წარდგენის შემდეგ კოლეგებმა გამოხატეს საკუთრი მოსაზრება, რის შემდეგაც ვთხოვე, მოეცათ
უკუკავშირი შემდეგი სქემის შესაბამისად.
მონაწილე
მასწავლებლის სახელი და გვარი:
გთხოვთ
შეაფასოთ წარმოდგენილი საკითხის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან
ეფექტური.
რატომ
იყო წარმოდგენილი კვლევა სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
|
საკუთარი პედაგოგიური კვლევის -„მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების
პროცესში მოსწავლეთა მიერ მხატვრული ხერხების ამოცნობის და წერითი მეტყველებისას მათი გამოყენების პრობლემა და გადაჭრის გზები“- ანგარიში საინტერესო
აღმოჩნდა კოლეგებისათვისაც.
უკუკავშირის ბარათების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი
პედაგოგიური კვლევა მნიშვნელოვანია კოლეგებისთვის , კერძოდ: პედაგოგთა აბსოლუტურმა
უმრავლესობამ აღნიშნა, რომ საკვლევი საკითხი
მეტად აქტუალურია და შეაფასა შკალაზე 10 ერთეულით.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარ ზანდარაშვილმა
აღნიშნა, რომ კვლევაში გამოიკვეთა არა მარტო ერთი პედაგოგის წინაშე წამოჭრილი სირთულე,
არამედ ზოგადი პრობლემის სიმწვავე. პედაგოგმა ნაირა გეგეშიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა
მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი
შესაძლებობას იძლევა გაგვერკვია კონკრეტულად რისი გაუმჯობესებაა საჭირო ტროპის სახეებზე
მუშაობისას.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი იყო დაწყებითი კლასების (I-IV) პედაგოგთა მოსაზრება,
რადგან პირველად სწორედ ისინი აწყდებიან პრობლემებს
მოსწავლეებთან ტექსტის გაგება-გააზრების საკითხთან დაკავშირებით, ისინი არიან პირველები,
რომლებიც ავითარებენ მოსწავლეში გაგება-გააზრების
უნარს.
პედაგოგმა თეა ჟიჟილაშვილმა აღნიშნა,
რომ როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგს,
III-IV კლასებში
მასაც ხშირად შეხვედრია მსგავი პრობლემა და დაბრკოლება კვლევაში დასმული საკითხის გამო, ამიტომ ამ კვლევაში
წარმოდგენილი პრობლემა არ არის უცხო, კერძოდ,
ის, რომ მოსწავლეებს სმენიათ მხატვრული ხერხების შესახებ, მაგრამ მათი ცოდნა ზერელეა;
თემის
წერის დროს მოსწავლეები მარტივი ფრაზებით შემოიფარგლებიან და უჭირთ სათქმელის
ხატოვნად, მრავალფეროვნად ფურცელზე გადმოტანა.
პედაგოგ ნანული მინდელის აზრით, კვლევა გვეხმარება უკეთ დავსახოთ სამოქმედო
გეგმები, აქტივობები და მოსწავლეებს ჩამოვუყალიბოთ სათანადო ჩვევები.
კვლევის ანგარიშის წარდგენის შემდეგ პედაგოგთა მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა
კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პედაგოგმა სწავლა-სწავლების
პროცესში უნდა გამოიყენოს სწავლების აქტიური მეთოდები, მუდმივად უნდა იკვლიოს სწავლებისას
წარმოქმნილი პრობლემები, რათა დროულად მოახდინოს ინტერვენცია.
პედაგოგებმა:
ნინო გულუაშვილმა, ლია მძევაშვილმა და ლია
შიოშვილმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ ისეთ მეთოდებს,
როგორებიცაა: „კარუსელი“, „შექმენი“, „ზედსართვი სახელები“, „გააგრძელე“ და სხვა.
ლია მძევაშვილის
მოსაზრებით, მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკური ტესტირების სისტემატურად გამოყენება,
შემდგომ შედეგებზე დაკვირვება და ინტერვენცია.
კვლევის ანგარიშის
წარგდენისას გამიჩნდა ერთგვარი უკმარისობის გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ კვლევაში მეტი ყურადღება დავუთმე ინტერვენციის შემდგომ
პროცესში როგორ გააუმჯობესეს მოსწავლეებმა მხატვრული ხერხების ამოცნობის შედეგად ტექსტის
გაგება-გააზრების მაჩვენებელი, მაგრამ ნაკლები
ყურადღება მივაქციე იმავე შედებს წერითი მეტყველების პროცესში. ვფიქრობ, რომ შემდგომი
საქმიანობის დაგეგმვისას აღნიშნულ პრობლემაზე გავამახვილებ ყურადღებას.
პედაგოგიური საქმიანობის კვლევის ანგარიში ატვირთულია
ჩემს ბლოგზე, რომლის ინტერნეტმისამართია: https://rkekelidze-rusiko.blogspot.com/2018/
რუსუდან კეკელიძე
სსიპ ქალაქ თბილისის
N210 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი