პროექტის შესრულება

პროექტის შესრულება






კონფერენციის პროგრამა


1.    თვალსაჩინო  მაგალითები:

1        ,,მუხრან  მაჭავარიანი და ქართული ენა“- ხატია გოდერძიშვილი,
                                                                              მარიამ დარგუაშვილი (Xკლასი).
                                                            ხელმძღვანელი-ნესტან ღუდუშაური.
2        ,,ერთი ემიგრანტი პოეტი“- თეკლა კასრაძე, ეკა სედნევა,
                                                            მარიამ    ჭიჭინაძე   (Xკლასი)                                                                                                                 
                                 ხელმძღვანელი-ნესტან ღუდუშაური.

2.    ვისმენთ კლასიკოსთა მეტყველებას:

1 ,,აღმოსავლური წარმომავლობის სიტყვები ,,ვეფხისტყაოსანში“-
                                                                                    მარიამ     ბენდელიანი ,
ქეთევან მუყასაშვილი (IX6 კლასი).       
                                                            ხელმძღვანელი - მაია ჯაფიაშვილი.
2 ,,სიტყვა ,, სილტოლვას“ ლექსიკური მნიშვნელობა“ - გვანცა გელბახიანი,
თამარ კურტანიძე,
მარიამ მელქოშვილი (IX6 კლასი).  
                                                               ხელმძღვანელი - მაია ჯაფიაშვილი.
3        ,,ფრაზეოლოგიზმები გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხეში“ –
ირაკლი ბრეგვაძე ,
ხატია ცეცხლაძე,
მარიამ ჯღრკავა (IX4 კლასი).  
  ხელმძღვანელი -რუსუდან გვიშანი.
4 ,,ნეოლოგიზმები      გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხეში“ –
ანა-მარია ვაჭრიძე,
მარიამ ჩონიაძე  (IX6 კლასი).  
  ხელმძღვანელი -რუსუდან გვიშანი.

3.    ასე ვმეტყველებთ დღეს  :

1 ,,ვითარებითი ბრუნვის ნიშნები“- თამარ ბუიღლიშვილი, ანა ქართლელიშვილი
(IX6 კლასი).                                         
                                                           ხელმძღვანელი-ნესტან ღუდუშაური.

2 ,,როგორ მეტყველებენ სატელევიზიო გადაცემების წამყვანები?“- შოთა პატაშური,
დეა ხიზანიშვილი (IX4 კლასი),
ხელმძღვანელი - ნინო სუხიშვილი.
      3,,ბარბარიზმები აბინძურებს ენას“ - გიორგი რობაქიძე, მარიამ ქსოვრელი,
თამარ ხარატიშვილი (IX6 კლასი).                                         
ხელმძღვანელი - ნინო სუხიშვილი.
4        ,,როგორ ვესალმებით ერთმანეთს“ - გიორგი გელბახიანი, გიორგი მაჭარაშვილი,
დაჩი ციმაკურიძე (Xკლასი).
                                                            ხელმძღვანელი-ნესტან ღუდუშაური.


კონფერენციის მასალები



ვითარებითი ბრუნვის ნიშნები        

                                   
      ქართულ ენაში სახელებს ორი გარამატიკული კატეგორია გააჩნიათ: ბრუნება და რიცხვი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრუნება ეწოდება ბრუნვების მიხედვით სიტყვის ცვლას. ქართულ ენაში  7 ბრუნვაა: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი და წოდებითი. სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით ვითარებითი ბრუნვის ნიშნებია „=ად“ და „=დ“, მაგრამ ცნობილია, რომ სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში „=დ“ თანხმოვანი ყრუვდება და გვაძლევს „=თ“-ს. სწორედ ამის გამო მოსახლეობაში გავრცელებულია ფორმები:„კარაგთ“, „მაგრათ“, „მშვენივრათ“ და ა.შ. რაც გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის ბუნებრივი მოვლენაა.  ჩვენი მიზანი იყო გაგვერკვია, რამდენად ხშირია ამგვარი შეცდომები. ამისთვის ვაკვირდებოდით კორესპონდენტებისა და რესპოდენტების საუბარს, მსახიობების მეტყველებას, ვუყურებდით საინფორმაციო გამოშვებებს, ვკითხულობდით ჟურნალ-გაზეთებსა და ვუსმენდით ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებეს.
        ჩვენ რამდენიმე დღე ვუყურებდით სატელევიზო გადაცემებს, როგორც მაღალრეიტინგულ, ისე დაბალრეიტინგულ არხებზე დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში. მაღალრეიტინგულ არხებზე („იმედი“, „რუსთავი 2“) საინფორმაციო გამოშვების ან თოქშოუს  წამყვანი 4-წუთიან მონოლოგში დაახლოებით 3-4 შეცდომას უშვებს, მაგალითად: „ამბობენ, რომ რაღაცნაირათ...“ („ნანუკას შოუ“); „მაგალითათ...“ („ნანუკას შოუ“); „სამწუხაროთ“ („ნანუკას შოუ“), „სასწრაფოთ უნდა წახვიდე...“(„ნანუკას შოუ“); „რავი კარგათ ვართ...“ („ვანოს შოუ“); „არა, უდაოთ, უდაოთ...“ („ვანოს შოუ“); „ამ წელს განსაკუთრებულათ...“(„ვანოს შოუ“); „გულწრფელათ მომეძალება ემოცია...“ დაბალრეიტინგულ არხებზეც („კავკასია“, „მაესტრო“) დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა.
         ჩვენი სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტ შეცდომას სერიალებსა და  პირდაპირი ეთერის დროს უშვებენ. მაგალითად, ტელეკომპანია „იმედზე“ 45-წუთიანი სერიის 6 წუთის განმავლობაში 6  შეცდომა ვიპოვეთ: „კარგით, მე ვიტყვი...“ („გოგონა გარეუბნიდან“) „კარგათ“ (3-ჯერ) („გოგონა გარეუბნიდან“) „მოკლეთ, თან საჩუქარიც მე მაქვს“ („გოგონა გარეუბნიდან“); „მერე, ისევ უკან შევაპარეთ ჩუმათ“ („გოგონა გარეუბნიდან“), ხოლო ტელეკომპანია „კავკასიაზე“ პირდაპირი ეთერის დროს 5 წუთის განმავლობაში ჟურნალისტმა 6 შეცდომა დაუშვა: „რაღაცნაირათ“, „სასაუბროთ“, „დებილურათ“, „სტიქიურათ“ და ა.შ.
 ჩვენი დაკვირვების მიხედვით შეცდომას უშვებენ ჩვეულებრივი რესპოდენტები თუ კორესპონდენტები, ჟურნალისტები თუ მსახიობები, საინფორმაციო თუ შემეცნებითი გადაცემების წამყვანები, განათლებული თუ გაუნათლებელი ადამიანები...
           ასევე, ინტენსიურად ვკითხულობდით ჟურნალ-გაზეთებსა და მათ ინტერნეტსაიტებს,  მაგრამ ჩვენდა გასაკვირვად, შეცდომები ვერ ვიპოვეთ. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჟურნალ-გაზეთების გამოსაცემ ვარიანტებს ასწორებენ კორექტორები, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება მიზეზი უშეცდომობისა, რადგან ცნობილია, რომ ადამიანი როცა წერს, ფიქრობს და ამიტომ იშვიათად თუ ვინმეს შეეშლება ვითარებითი ბრუნვის ნიშანი, მაგრამ საკმარისია, თუნდაც იგივე წინადადება წარმოთქვას დაწერიდან რამდენიმე წუთში, ვითარებითი ბრუნვის ნიშნის თანხმოვანს დააყრუებს.      
          ჩვენი დასკვნა რომ უფრო საფუძვლიანი იყოს, გაგაცნობთ ჩვენი მეგობრების, კლასელების, მშობლების, ოჯახის წევრებისა და საზოგადოების მეტყველებაზე დაკვირვების შედეგებს. მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან ვითარებითი ბრუნვის ნიშნებად, უმეტეს შემთხვევაში, იყენებენ „=ათ“ და „=თ“ ნიშნებს.საუბრის დროს ადამიანები ფიქრობენ ნათქვამის მნიშვნელობაზე და არა ფორმაზე, ამიტომ მათთვის მთავარია ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი და ენაზე რა სიტყვებიც მოადგებათ, იმას წარმოთქვამენ, საკმარისია იგივე ტექსტი ჩაწერონ, რომ მათ დასჭირდებათ ფიქრი არა მხოლოდ წინადადებების მნიშვნელობაზე, არამედ წინადადებებში შემავალი სიტყვების ფორმებზეც. ახლა უკვე ნათელია, თუ რატომ ვერ ვპოულობთ ჟურნალ-გაზეთებში გრამატიკული ნორმების დარღვევებს, ხოლო ადამიანთა მეტყველებაში აშკარაა ამ ტიპის შეცდომები. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ გვიჩნდება კითხვა: არის კი ვითარებითი ბრუნვის ნიშნად „=ათ“ და „=თ“-ს ხმარება შეცდომა?
       ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაში ჩავიხედოთ. ისტორიულად ვითარებითი ბრუნვის ნიშანი არის „=ად“ და „=დ“ მორფემები, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ბრუნვა ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა. ის, რომ ვითარებითი ბრუნვის ნიშანი იყო „=ად“ და „=დ“ მორფემები ამას ვიგებთ წერილობითი ძეგლებიდან, ჩვენ ფაქტობრივად არ ვიცით, სინამდვილეში როგორ საუბრობდნენ. სამაგიეროდ, ისტორიამ შემოგვინახა შეიძლება ძალიან გვიანი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. კერძოდ, ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში ქართველი მწერლები დაობდნენ, რა იყო ვითარებითი ბრუნვის ნიშანი და თუ ჩავხედავთ იმ დროს დაწერილ ტექსტებს, აღმოვაჩენთ, რომ ისეთებიც კი, როგორებიც იყვნენ ილია, აკაკი ვითარებითი ბრუნვის ნიშნად იყენებდნენ „=ათ“ და „=თ“ მორფემებს. მაგალითად, „შეუკრეს მაგრათ ხელები კაკოსა და გაჩერდნენ მაშინებსავით ყაზახები და ელოდნენ ბრძანებას.“(პროზა; მე-8 ტომი; ილია ჭავჭავაძე „კაკო“ გვ. 499); „...იქაც დაეფქვა, დაეფქვა ტყუილი და მართალი უპრაგონოთ, ასე რომ დიამბეგს ბუნტი ეგონა და შეშინდა“(პროზა; მე-8 ტომი; ილია ჭავჭავაძე „კაკო“ გვ. 498). აღსანიშნავია ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობები, რომლეთაც სათაურშივე აქვთ „=თ“ ვითარებითი ბრუნვის ნიშნად, მაგალითად „ტრაგედია უგმიროთ“, „სანახავათ“, მაგრამ ეს კიდევ სხვა მოვლენაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
       ეს დავა შეწყვიტა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისისს გადაწყვეტილებამ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: რადგან ისტორიულად ვითარებითი ბრუნვის ნიშანი არის „=ად“ და „=დ“ მორფემები, ამიტომ უნდა დარჩეს ასე და მართლაც ყველა ხელნაწერში მოხდა ჩასწორება.  მაგრამ ფაქტია, რომ ენას ბუნებრივად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში მკვეთრი თანხმოვნები დააყრუოს. ეს ტენდენცია უკვე დიდი ხნის დაწყებულია და შესაძლებელია მომავალში დამკვიდრდეს, როგორც ნორმა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. მანამდე კი ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ სალიტერატურო ენის ნორმები და უნდა დავიცვათ კიდევაც.

                                                                                 მე-10 კლასის მოსწავლეები:

                                                                                  თამარ ბუიღლიშვილი,
        
                                                                               ანა ქართველიშვილი




                                 მუხრან მაჭავარიანი და ქართული ენა

      ქართული ენა  დიდი განძია, მაგრამ იშვითად თუ ვინმე გრძნობს ქართული სიტყვის ძალას ისე, როგორც მუხრან მაჭავარიანი გრძნობდა. მისთვის ქართული ენა და ქართული სიტყვა ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა. ქართულ ენას სიწმიდედ თვლიდა და ცდილობდა ენა დაეცვა „დაბინძურებისგან“.
      მისი ლექსები მარტივი, უბრალო და ბუნებრივი ენით არის დაწერილი. იმდენად მარტივი, რომ ზოგჯერ ფიქრობ: „ამას ხომ მეც დავწერდი...“
                              „კაკალქვეშ სამნი
                              პატარათი ვჭუკჭუკებთ ჭიქით...
                              გალობს ბულბული...
                               _ აი, მესმის! _
                              რას გალობს!..
                              იფ! _ იფ!“                              („ჭასთან“)
აღნიშნავენ, განსაკუთრებულად გრძნობდა ქართული სიტყვის ძალასო... მართალია... რადგან საკუთარი ინტონაციის მიხედვით სვამს სასვენ ნიშნებს:
                              „ფარნაოზი–
                              შავი, როგორც აბანოზი,
                              –სად გაშავდა,–
                              ზღვაზე
                              –არა–
                             ჭიათურის მაღაროში.“         ( „მაგონდება“)


          ნუ დავიწყებთ მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში პუნქტუაციის წესებით რამის შესწორებას, „მას თავისი სისტემა აქვს, თავისი წესები, პირობითი ნიშნები–ლექსის ინტონაციით ნაკარნახევი... ამ სასვენმა ნიშნებმა პოეტისებური ინტონაციით უნდა წაგვაკითხოს მუხრან მაჭავარიანის პოეზია... ის აზრი უნდა დაგვანახოს, რაც პოეტმა ჩადო მასში...(გიორგი გოგოლაშვილი „მუხრან მაჭავარიანი და ქართული ენა“).
        მუხრან მაჭავარიანი ენას მთლიანად გრძნობდა. არც ერთი მაღალფარდოვანი სიტყვა, ყველაზე ჩვეულებრივი სიტყვებით და მაქსიმალურად საზოგადოების მეტყველებასთან დაახლოებული ენით უმაღლესი ემოციით გვავსებს:
                                                  „გარეთ ხმაურობს წვიმა,
                                    ოთახს ანათებს ლამპა...
                                    –პეტუშა გახსოვს?
                                    –იმე!
                                    –რა ბიჭი იყო!..
                                    –აპა!“                 ( „ციკლიდან „დიალოგები წვიმაში“)
        როგორ ბუნებრივად და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. არ გამძიმებს, პირიქით, მსუბუქად და მარტივად არის დაწერილი. დიახ, მარტივად... ყველაფერი მარტივი კი გენიალურია...
                                                                                                    
         პოეტმა ერთხელ გაიხსენა: „მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე ბაკურიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი, იქ ვნახე ქართველი პიონერები, რომლებმაც სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართულად“... მუხრან მაჭავარიანი წუხდა ამის გამო, რადგან: „ვერ ნახავთ ქართველს, ქართული არ იცოდეს და ქართველი იყოსო“. ამ შემთხვევის გამო დაუწერია პოეტს:
„ მე ისეთ ქართველს რა ვუთხარ,
რა ვუთხარ, ისეთ ამხანაგს
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს“           ( „მე ისეთ ქართველს რა ვუთხარ“)
           მშობლიური ენა მუხრან მაჭავარიანს გენზე მაღლა აყავდა და ყველა ნიჭიერი შემოქმედის გენიალურ ნაწარმოებებს სწორედ რომ ქართული ენის პოტენციალს უკავშირებდა:
„ენა, რომ არა, ისიც ასეთი
როგორც იტყვიან–ყალმით ნახატი!
შენი თვით შოთა რასაც დაწერდა
ერთი იმასაც დავინახავდი!“
            ქართული სიტყვა სიხარულთან, სიმშვიდესთან და აყვავებულ საქართველოსთან ასოცირდებოდა. იგი ყოველთვის იდგა ქართული სიტყვის სადარაჯოზე. 1978 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლების დიდი მცდელობის გამო ქართულ ენას საფრთხე შეექმნა, მუხრან მაჭავარიანმა ქართული ენის დასაცავად უკვდავი სტრიქონები დაწერა:  
„ კი მაგრამ...
ღმერთი აღარაა?!
ბნელა?!
                 ქართული იქნებ ნორჩი ჰგონიათ ენა!“      („რაშია საქმე?!“)
            რეპრესიების შემყურე პოეტს ენის სიყვარულთან ერთად გააჩნდა შიშიც... შიში ქართული ენის გაქრობისა და თითქოს ანდერძს უტოვებს მომავალ თაობას... მტერს კი შეახსენებს:
„კაცმა ქართველმა–
ყოველთვის
ქართულად ილაპარაკოს
და საქართველოს–
საქართველო ერქვას მუდამ!“
          ათეული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანი მართლაც, რომ საღვთო ომში იყო ჩართული: ქართული სიტყვის, ქართული სულის, საქართველოს წარსულისა და მომავლის გადასარჩენად გამართულ ომში:
„ქართული მარტო ენაა?
ქართული ქართველთ რწმენაა
ღმერთია ბედისწერაა!
ზღვა როა!
იმოდენაა!“     ( „ქართული ენა“)


გამოყენებული ლიტერატურა:
1. XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ნიკოლეიშვილი ავთანდილ, ქუთაისი;
 2. „100 ლექსი“ , მუხრან მაჭავარიანი, თბ., 2006 ;
3. „მუხრან მაჭავარიანი და ქართული ენა“, გიორგი გოგოლაშვილი
5. www.buruse.ge 
                                                                               ხატია გოდერძიშვილი,
                                                                               მარიამ დარგუაშვილი
                                                                             მე-10 კლსის მოსწავლეები



                        ერთი ემიგრანტი პოეტი

         1921 წელი...  „თოვდა და თბილისს ებურა თალხი

                                    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!“ 

                                                           “1921 წლის 25 თებერვალი“(კოლაუ ნადირაძე)

          თებერვალი... ჩაიკეტა შინ დასაბრუნებული კარი... და აი, სამშობლოს გარეთ დარჩა სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში  წასული სიმონიკა ბერეჟიანი. მძიმე აღმოჩნდა მისთვის არსებული რეალობა... რეალობა, რომელიც სამშობლოს სამუდამოდ აშორებდა. საქართველოსთან და „შინ დატოვებულ“ ხალხათან კონტაქტის საშუალება მხოლოდ ქართული ენა იყო... რადგან, ვერც ხედავდნენ ერთმანაეთს, ვერც ეხებოდნენ, ვერც ელაპარაკებოდნენ... მხოლოდ ქართული ანბანის 33 ასო-ბგერა იყო მათი ერთადერთი დამაკავშირებელი და აი, პოეტი ემიგრაციაში ყოფნის დროს დაწერს:

                            „-რა ვქნა, რა გახდა ლიონი,

                             რატომ არ მოდის ფოსტალიონი...“          „ემილო“                                     

        მისთვის ყველაფერს ქართულს ფასი დაედო და განსაკუთრებით შეიხორცა ქართული ენა, რადგან მშობლიური ენის დავიწყება ქართველობის დავიწყებას ნიშნავდა. ქართული ენა გახდა მისი მესაიდუმლე და ნოსტალგიისგან გაგიჯებულმა გულმა ხელში კალამი ააღებინა:

                     „მელნად დავსწერე ნოყიერი ქართული სისხლი, 
                     კალმად მიბყრია ხელში ბასრი ხრმალი ქართული!“     „მგოსანი“

       მისი შემოქმედება მთლიანად საქართველოსა და ქართულ სიტყვის მონატრებას ეფუძნება:
                    „გაწითლდა... მიხვდა: წიგნია ელოს!
                     უთხრა: მადამჯან, ღმერთმა გიშველოს!
                     დაუკრა თავი და
                     ოთახში ავიდა.
                     ხელ-პირი დაიბანა.
                     მოიშორა ჯანღი
                     ჩაიცვა ახალი პერანგი.
                     სარკეში ჩაიხედა:
                     ულვაშები დაიგრიხა,
                     ქოჩორი გადაივარცხნა.
                     უცემს მაგრად გული!“         „ემილო“
           ამ ლექსის  გმირი თვითონ არის და თვითონვე „იპრანჭება“ საქართველოდან მოსული წერილის წასაკითხად, თითქოს პირსიპირ უნდა შეხვედროდა იმ ადამიანს, ვისგანაც წერილს ელოდა... უქართულობით დაღლილი ყველას გასაგონად დაწერს:
                                „-წყალმაც წაიღო
                                 თქვენი ფრანცია“             „ემილო“
            იტყვის პოეტი, რადგან არ სურს სხვა ენა გარდა ქართულისა, რადგან მოსწყინდა ცხოვრება „უცხოეთის ცის ქვეშ“, რადგან „იყინება უცხოეთის ცის ქვეშ“. ტრაგიკულია ბედი ასეთი ადამიანისა... ყველაფრის მიუხედავად ოპტიმისტურად არის განწყობილი სიმონიკა ბერეჟიანი:
„და მოვესწრები ცივ სიბნელეში
გამოღვიძებას ოქროს დილისა:
       ჩუმად! არ გესმის ქართლის ღამეში
                                 ლაღი სიმღერა ავთანდილისა?!“       „მარადისობა“
              და თუ ესმოდა ქართული სიტყვები კიდევ, მაშ ჯერაც არ მომკვდარიყო მასში ქართველი. იცოდა, რომ დადგებოდა დრო როცა მის საფლავს უცხოეთის მიწას მიაყრიდნენ, მაგრამ უფრო მეტად განიცდის ქართულის ვეღარასდროს გაგებას:
     „დე, სატრფომ ცრემლი ვერ დაგვაბკუროს,
                       არც გვესმას ნანა ზურმუხტ მდელოსი..“    „მგოსანი“
          მითვის ტრაგედიაა, რომ ავიწყდება ქართული, ავიწყდება ის სიტყვები, რომელი სიტყვებითაც დაიწყო ცხოვრება:
             „მე დავიბადე ცხელ ლითონის და ცეცხლის დროში; 
                       ტყვიის ზუზუნმა დამავიწყა დედის ნანინა..“   „მგოსანი“
          პირდაპირ ვერსად ნახავთ მის მინიშნებას, რომ უყვარს და ადიდებს ქართულ ენას, რომ ყველგან გრძნობს ქართული სიტყვის ძალას, მაგრამ ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ხომ ეს ის ერთიანობაა, რომელიც ილიასთან ასე გაიჟღერებს: „ენა, მამული, სარწმუნოება“ და აი, სიმონიკა ბერეჟიანი ამ სამ რამეს „ქართულ ჟრჟოლას“ დაუმატებს:
                            „განშორებისას ვიტყვი შენს სახელს,
                             ქართული ჟრჟოლა დამივლის ტანში...“     „მშვიდობით“
            და მართლაც, „ქართულად“ მხოლოდ ქართული სიტყვა თუ შეგაჟრჟოლებს...
            იგი პოეტად ემიგრანტობამ აქცია. მის ყველა ლექსში იგრძნობა მიზანი, თუ რატომ და ვის გასაგონად წერს:
„ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, 
   ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო. 
                              თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, 
                              დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!“ „მგოსანი“
               როგორც ემიგრანტი პოეტი დებს საკუთარ დასკვნას:
                               „სიკვდილს სამშობლო არა აქვს,
                                 სამშობლო სიკვდილი არის“
          სიმონიკა ბერეჟიანის ცხოვრება და შემოქმედება ნათელ მაგალითია, როგორ უვლიან, ეფერებიან , პატრონობენ ქართულ ენას, იცავენ და ენაც, თვის მხრივ მცველია ქართველობისა. პოეტის სიტყვები გვახსენდება: ,,მაშ დღეს რა ღმერთი გვიწყრება?..“

გამოყენებული ლიტერატურა:


1.გურამ შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, მე-2 და მე-3 ნაწილი, თბ., 1991 წელი;
2.სიმონ ბერეჟიანი, ლექსები, პაირიზი 1982 წელი;
4. www.burusi.ge
                                                                                            თეკლა კასრაძე,
                                                                                                             ეკა სედნევა,
                                                                                                          მარიამ ჭიჭინაძე- 
                                                                              მე-10 კლასის მოსწავლეები



        აღმოსავლური წარმომავლობის სიტყვები ,,ვეფხისტყაოსანში


    რამდენიმე საუკუნეა, რუსთველოლოგები იკვლევენ ,,ვეფხისტყაოსნის” ლექსიკას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პირველი რუსთველოლოგი იყო ვახტანგ ვჳ, რომელმაც გამოიჩინა ინტერესი ამ შესანიშნავი პოემის მიმართ
და პოემის პირველ ნაბეჭდ გამოცემას დაურთო კომენტარები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავერკვეთ რუსთველის მსოფლმხედველობასა და მხატვრულ ოსტატობაში. აამჯერად გვსურს გამოვთქვათ ზოგიერთი მოსაზრება ,,ვეფხსიტყაოსნის” უმდიდრესი ლექსიკის ერთი შემადგენელი ნაწილის – აღმოსავლური წარმომავლობის სიტყვების შესახებ. (უფრო ზუსტად მასში შემავალ რამდენიმე ლექსიკურ ერთეულთან დაკავშირებით.)

     ხ-ხჳ საუკუნეებში საქართველოსა და სპარსულ-არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობამ განაპირობა ის, რომ რუსთველის ეპოქაში ქართულ ენაში საკმაო რაოდენობით შემოციდა აღმოსავლური, კერძოდ, არაბული, სპარსული და, შედარებით მცირე რიცხვი, თურქული სიტყვებისა. ამჯერად კი უმთავრესად ყურდაღებას გავამახვილებთ ირანული და არაბული წარმომავლობის სიტყვებზე. 

   ცხადია, ღრმადგანსწავლული რუსთველი კარგად იცნობდა აღმოსავლური მწერლობის უამრავ ნიმუშს, რომლითაც ამდიდრებდა ქართული მწერლობის გვირგვინს - ,,ვეფხისტყაოსანს.~

  ჵ  პოემის მთავარი გმირების სახელები (ანთროპონიმები) სწორედ არაბულ-სპარსული წარმომავლობისაა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი ნესტან-დარეჯანი იკარგება. ამიტომ ეს საკუთარი სახელი რუსთველმა მომხდარ ამბავს დაუკავშირა. ზემოთ ხსენებული სიტყვა სპარსულად ჟღერს, როგორც [ნისთან-არ-დარჯაჰან], ეს ლექსიკური ერთეული წარმოადგენს კომპოზიტს და ქართულად სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: ,,ქვეყანაში არ არის,” ანუ ხმელეთს მოშორებულია.

    ,,მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.” (სტრ.331)

პოემაში ნესტან-დარეჯანის სახელი არაერთხელ გვხვდება, საგულისხმო ფაქტია, რომ მამიდა დავარი ქაჯებს ნესტანის გადაკარგვას ავალებს ისე, რომ ნესტანი სამყაროს მიღმა უნდა წაიყვანონ, იქ, სადას არ არის სუფთა წყალი.


    შოთა რუსთაველი პროლოგში სამ ვაჟკაცს ახსენებს, რომელთა შორისაც არის ნურადინ-ფრიდონი. სპარსული წარმომავლობის ანთროპონიმი – აფრიდონ, ქართულ ენაში დამკვიდრდა, როგორც ,,ფრიდონი”. ფონეტიკურად ამ სიტყვამ ცვლილება განიცადა, თუმცა სიტყვის ძირი უცვლელი დარჩა _ ,,ფრდნ”. ახალ სპარსულში მამაკაცის ეს საკუთარი სახელი ასე ჟღერს: ,,ფერიდუნ,” ,,აფრიდუნ.”
       ,,ვეფხისტყაოსანში” აღნიშნული საკუთარი სახელი კომპოზიტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის პირველი წევრიც ასევე აღმოსავლური წარმომავლობისაა:
,,ნურადინ-ფრიდონი სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი.” (სტრ. 606)
    შოთა რუსთაველის პოემაში ვხვდებით ასევე აღმოსავლური წარმომავლობის ტოპონიმებსაც. ამის შესანიშნავი ნიმუშია _ მისრეთი, მაღრიბი, მაშრიყი. 
    ამისრეთი არის არაბულიდან შემოსული სიტყვა, რომელსაც საკმაოდ საინტერესო მნიშვნელობა აქვს. ქართულად დიდ ქალაქს ნიშნავს, რომელიც არაბულად ეგვიპტის საკუთარი სახელია, მისგან ნაწარმოები სიტყვა ,,მისრი” კი არაბულად ეგვიპტელს ნიშნავს. ,,ვეფხისტყაოსანში” ეს სიტყვა რამდენჯერმე გვხვდება და ეგვიპტეს უკავშირდება:
,,ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია.”  ასევე -
,,რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.”
   ააღნიშნულმა სიტყვამ ქართულ ენაში დაიმატა ,,-ეთ” დაბოლოება და მივიღეთ მისრეთი. მაგალითად, როგორც კახეთი, იმერეთი და ა.შ. ძველ ქართულში ეს სიტყვა ,,ით” მოქმედებითი ბრუნვის დაბოლოებითაა გაფორმებული, რაც -გან, -დან თანდებულის ფუნქციის შემცველია.
     მაშრიყის ლექსიკური მნიშვნელობა არაბულ ენაში აღმოსავლეთს უკავშირდება. როგორც გიორგი წერეთელი არაბული ქრესტომათიის ლექსიკონში განმარტავს, სიტყვა ,,შარყ” აღნიშნავს აღმოსავლეთს, ,,შარყი” – აღმოსავლურს, აღმოსავლეთ მხარეს, ,,მაშრიყ” _ მზის ამოსვლის ადგილს, რაც ,,ვეფხისტყაოსანში” ამ უკანასკნელი ფორმითაა წარმოდგენილი და მისი მნიშვნელობაც აღმოსავლეთს, მზის ამოსვლის ადგილს უკავშირდება:
     ,,ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი.”
   ამ კონკრეტულ სტროფში, სიტყვა მაშრიყის გარდა, გამოიკვეთა კიდევ ერთი არაბული წარმომავლობის სიტყვა ,,მაღრიბ, რომლის ძირიც არის ,,ღრბ” და აღნიშნავს სიშორეს, დასავლეთ მხარეს, დასავალს.საინტერესოა, თუ რატომ შეიძინა ამ სიტყვამ სიშორის მნიშვნელობა, ტერიტორიული თვალსაზრისით არაბეთი საკმაოდ დაშორებულია დასავლეთიდან, სწორედ ამიტომ მანძილმა და კონტრასტმა შექმნა სიშორე, რაც დაუკავშირდა სიტყვა მაღრიბს. სავარაუდოა, რომ ამ სიტყვიდან არის წარმოწმნილი კიდევ ერთი სიტყვა ღარიბი, რომელიც ძვ. ქართულში უცხოობაში მყოფს, ახლობლებს მოშორებულს ნიშნავს, რაც ,,ვეფხისტყაოსანშიც” ზუსტად იმავე მნიშვნელობითაა გამოყენებული.
     ,,ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან.” (სტრ. 810)
    ,,ვეფხისტყაოსანში” ხშირია ომის ეპიზოდები, იღვრება სისხლი სამართლიანობის აღსრულებისათვის. შესაბამისად, პოემაში დამკვიდრდა საჭურვლის აღმნიშვნელი სიტყვები, რომლებიც, ძირითადად, სპარსული წარმომავლობისაა. საბრძოლო ტერმინებს შორისაა სიტყვა `შიმშერი~, რომელიც ხმალს, მახვილს აღნიშნავს.
     ,,ვის ჰშვენის, - ლომსა- ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა.” (სტრ.31)
  ღოგორც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი, საშუალო სპარსულში ეს სიტყვა გვხვდება, როგორც ,,სამსერ” და იმავე მნიშვნელობას ატარებს. ფონეტიკურად ,,შ” და ,,ს” ნუნისმიერი ბგერებია და მათი მონაცვლეობა ბუნებრივია.
    როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოემის ერთ-ერთი მთავარი გმირი ავანდილი გამორჩეული მეომარია და ის იწოდება, როგორც არაბეთის ჯარების სპასპეტი. არსებობს ამ სიტყვის პარალელური ვარიანტიც _ სპაისპეტი, სპაიპეტი, რაც ძველ ქართულში გამოიყენებოდა სამხედრო წოდების აღმნიშვნელ სიტყვად და  მხედართმთავარს აღნიშნავდა. ამ ტერმინის ორივე ვარიანტი მოდის საშ. სპარსული ფორმიდან ,,სპაჰპატ,’” რაც ჯარის უფროსს ნიშნავს. აღნიშნული ლექსიკური ერთეული ,,ვეფხისტყაოსანში” იმავე მნიშვნელობით გამოიყენება”
      ,,ავთანდილ იყო სპასპეტი.” (სტრ. 40)
      ,,სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა.” (44-2)
   საჭურვლის აღმნიშვნელი კიდევ ერთი სიტყვაა აბჯარი, რომელიც იარაღს უკავშირდება. საბას განმარტებით აბჯარი _ ,,ზოგადი სახელი არის ყოველთა საცვამთა ჯაჭვთა და მისთანა.” ქართულში ეს სიტყვა საშ. სპარსულიდან შემოვიდა, რაც იქ ,,აპაზარ” ფორმით გვხვდება და ნიშნავს იარაღს, ინსტრუმენტს, მოწყობილობას, რომელიც თავის მხრივ მომდინარეობს ძვ. ირანული ,,აპიცარა”-დან.
      ,,ხელთა აიღეთ აბჯარი.” (სტრ.91)
      ,,ჩაიცვა ტანსა აბჯარი.’”(სტრ.225-4)
   როგორც აღნიშნავენ ქართული აბჯრისათვის ამოსავალ ფორმად უნდა მივიჩნიოთ არშაკიდურ - ფალაური ,,აპაცარ,” ან მისი შედარებით გვიანდელი ფორმა ,,აბზარ,” რომელიც თვით ირანულში არ შემონახულა. გადასვლა ზ>ჯ, ჩვეულებრივია ქართულში ნასესხებ სპარსულ სიტყვებში.
    საინტერესოა სპა-ჯარის ეტიმოლოგიაც. ჶეს სიტყვა ქართულში არმიის, მხედრობისა და ლაშქრის აღმნიშვნელია. საშ. სპარსულში ,,სპამ” ლაშქრის მნიშვნელობა შეიძინა, ქართული სპა უეჭველია, მოდის ფალაურიდან.
       ,,მისთა სპათა ნუ დაჰხოც.” (სტრ. 543)
   ზემოთ ხსენებულ სიტყვას ეტიმოლოგიურად უკავშირდება კიდევ ერთი სპარსული წარმომავლობის წოდება სპასალარი, რომელიც სპაისპეტის მსგავსად ქართულში მხედართმთავრის მნიშვნელობას იძენს.
       ,,ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამისპასალარისა.” (სტრ.40-1)
    საბრძოლო ტერმინთა შორისაა ფარი, ფარვა, რაც დაცვას, კრძალვას და მალვას უკავშირდება.
       ,,ხმარება, შუბისა, ფარ-შიმშერისა.’”(სტრ.31)
     ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც არაბულიდან შემოსულად ითვლება, ქართულში ფეხს იკიდებს და ,,ვეფხისტყაოსანშიც” არა ერთხელ გვხდება, არის ‘მიჯნური.’ აამ სიტყვის არაბული ვარიანტია ,,მაჯნუნ,” რაც ნიშნავს შმაგს, შეშლილსა და სიყვარულისაგან გაგიჟებულს. შოთა რუსთაველიც ამ სიტყვას იმავენაირად განმარტავს:
      ,,მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა.” (სტრ.22)
  ავტორი პროლოგში ჭეშმარიტი მიჯნურის მახასიათებელ თვისებებს აყალიბებს. რუსთველი გვეუბნება, რომ მიჯნური უნდა იყოს ერთის ერთგული, ხაზს უსვამს, რომ მიჯნურობას ნიჭი და ოსტატობა სჭირდება:
     ,,მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გვარი.” (სტრ.24)
     ,,მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა.” (სტრ.23)
   ალბათ ყველას გაინტერესებთ, გარდა აზრობრივი მნიშვნელობისა, რა ცვლილება განიცადა სიტყვა ,,მიჯნურმა” ეტიმოლოგიურად, ფონეტიკურად და როგორ დამკვიდრდა ქართულ ენაში.
 არაბული სიტყვა ,,მაჯნუნ” ქართულში გვხვდება ,,მიჯნურ” ფორმით, თუმცა მისი მნიშვნელობა თითქმის არ შეცვლილა და ასოცირდება სიტყვა შმაგთან, შეშლილთან, ტრფობისგან გახელებულთან და ეშმაკთანაც კი, როგორც ეს უკანასკნელი არაბული ენის ლექსიკონებშია განმარტებული. არაბულ ,,მაჯნუნ” და ქართულ ,,მიჯნურ” ფორმებს ძირი საერთო აქვთ, რადგან ძირითადი თანხმოვნები, რომლებიც უშუალოდ მეორედება არის ,,მჯნ.” ბოლოსართი ,,უნ” ქართულში შეცვლილია დაბოლოებით ,,ურ,” რაც ჩვენი ლექსიკისთვისაა დამახასიათებელი.
    უცხოური წარმომავლობის სიტყვაა – ტურფაც, რომელსაც არაბულად ორი მნიშვნელობა აქვს – ახალი, იშვიათი რამ, საუცხოო, ხოლო მეორე – საჩუქარი. სულხან-საბა ,,სიტყვის კონაში” ამას ლამაზის, საუცხოოს მნიშვნელობით განმარტავს. ის ამ სიტყვიდან ნაწარმოებ სხვა ფორმასაც გვთავაზობს: სატურფალი.
    როგორც ქართულში ისე არაბულში, სიტყვა ტურფა ფონეტიკურად არ შეცვლილა. არაბულში გვხდება მხოლოდ გრძელი ხმოვანი ‘ა’. ,,ვეფხისტყაოსანში” ეს სიტყვა საკმაოდ ხშირად გამოიყენება:
        ,,მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი.” (სტრ.24)
    ქართულ ენაზე აღმოსავლურმა ლექსიკამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ სიტყვები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ ქართული წარმომავლობის არაა. აამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია სიტყვა ადამიანი, რომლის სათავეც აღმოსავლურ ლექსიკაში უნდა ვეძიოთ. ,,ადამ” ებრაულიდან მოდის და უკავშირდება მიწას. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რატომ აღნიშნავს მიწა ადამიანს. ყოველი ადამიანი ხომ მიწისგან წარმოიშვა და ოდესღაც კვლავ მიწად იქცევა. ადამიანი ღმრთის ნაშობია, რომელიც უფალმა შექმნა ხატად და სახედ მისად, სწორედ ამას უსვამს ხაზს ავთანდილი, რომელიც შეშინებულ ასმათს ამშვიდებს:
      ,,ეტყოდა, – სულე! რამც გიყავ? კკაცი ვარ, ადამიანი.”(სტრ.238)
   სიტყვა ,,ადამ” ქართულ ენაში დამახასიათებელ დაბოლოებას იძენს და ემატება ‘იან’ ბოლოსართი. საინტერესოა, თუ როგორ განმარტავს ამ სიტყვას სულხან-საბა ,,სიტყვის კონაში:” ,,ადამიანი ნიშნავს ადამის გამონს.”
    ,,ვეფხისტყაოსანში” ადამიანი სხვადასხვაგვარი მნიშვნელობით გვხვდება, მთავარი პერსონაჟები ამ კუთხით უნაკლოები არიან, თუმცა არსებობენ ბოროტი ძალები, რომლებიც მათ გონებას უტევს და ადამიანის სახეცვლილებას იწვევს. ა   ადამიანი შეიძლება გახდეს ხარბი და ანგარებიანი, თუმცა ეს იდეალურ გმირებს არ ეხებათ. სიტვა ,,ანგარება” სათავეს იღებს სპარსული სიტყვიდან ‘ანგაჰრება’, ‘ანგაჰარი’ და ხარბს და სიხარბეს აღნიშნავს; საშუალო სპარსულში კი ანგარება თვლასა და აღრიცხვას უკავშირდება, მაშინ ,,ვეფხისტყაოსნის” კონტექსტში ამგვარი მნიშვნელობა მართებულია, რაც ანგარიშს უკავშირდება:
      ,,მოვიდა ჯოგი ნადირთა, ანგარიშდმიუწვდომელი.” (სტრ. 75-1)
      ,,ზედა წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს.” (სტრ.185)
    საინტერესოა სიტყვა ,,ანდერძის” ეტიმოლოგიაც. მზია ანდრონიკაშვილმა საკმაოდ ვრცელი განმარტება მოგვცა სპარსული სიტყვა – ანდერძთან დაკავშირებით, რომელიც ირანულად ასე ჟღერს: ‘ჰანდარზ’ და ნიშნავს რჩევას, ბრძანებასა და მოწერილობას, ხოლო სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით – მოკვდავთაგან დარიგებას. ქართულში ეს სიტყვა შემოსულია საშ. სპარსულიდან და ზემოთ აღნიშნულ მნიშვნელობას ატარებს.
      ,,გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.” (807-1)
,,მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა.” (808)
     აამ სიტყვის აგებულება საკმაოდ სახეცვლილი სახით გვხვდება ქართულში, თუმცა ძირეული თანხმოვნები ‘ნ’ და ‘დ’ უცვლელი დარჩა, ხოლო ‘ზ’ ჩაანაცვლა ასობგერა ძ-მ. ჶს ბუნებრივიც იყო, რადგან დზ>ძ, +ზ>ძ.
    ჩვენ განვიხილეთ არაბულ-სპარსული წარმომავლობის სიტყვები ,,ვეფხისტყაოსნიდან” _ ესენია: ნესტან-დარეჯანი, ნურადინ-ფრიდონი, სპასპეტი, სპა-ჯარი, ფარი, შიმშერი, მისრეთი, მაშრიყი, მაღრიბი, მიჯნური, ტურფა, ადამი, ანგარება, ანდერძი.  ჱყოველი მათგანი განსაკუთრებულ და მეტად საინტერესო მნიშვნელობას ატარებს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ სიტყვებისა, რომლებიც ,,ვეფხისტყაოსანში” დასტურდება. უცხოურ სიტყვათა არსებობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ეს საკითხი გაცილებით ვრცელი და საინტერესოა. იმისათვის, რომ ,,ვეფხისტყაოსანი” უკეთ შევისწავლოთ და გავითავისოთ, კიდევ ბევრი რამ არის დასადგენი და დასაზუსტებელი რუსთველის პოემაში.
                                                                              მარიამ ბენდელიანი,                   
                                                                             ქეთევან მუყასაშვილი
                                                                            (მე-9 კლასის მოსწავლეები).







სიტყვა ,,სივლტოლვას“ ლექსიკური მნიშვნელობა



                   ქართულ ენაში არის ისეთი სიტყვები, რომლებიც ერთი ძირიდან არიან ნაწარმოები, მაგალითად: სიტყვა ლტოლვა, რომლისგანაც რამდენიმე ლექსიკური მნიშვნელობის მქონე ერთეულია წარმოქმნილი.                                                                                                                                                   

                  აღნიშნული ლექსიკური ერთეულისგან  ნაწარმოები სიტყვები ასევე გვხვდება ძველ ქართულში. კერძოდ, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში, როგორებიცაა: ,,წამებაი წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაი,“  ,,აბო 


თბილელის წამება,“ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება,“ ,,იოვანესა და ექვთიმეს ცხოვრება.“ ძველ ქართულ ტექსტებში ამ ძირის საკმაოდ გავრცელებული სიტყვაა ,,სივლტოლვა,“ რომელიც თითქმის ყველა ძველ ქართულ წყაროში ერთი და იმავე მნიშვნელობითაა გამოყენებული. ,,შუშანიკის წამებაში“ ეს სიტყვა გვხვდება  შემდეგ ეპიზოდში: ,, და სივლტოლვად იწყო სწრაფვით.“   ["შუშანიკის წამება", მე–9 კლასი, გამომცემლობა "დიოგენე", 2008 წ, გვ. 127]. ამ შემთვევაში სივლტოლვა განმარტებულია, როგორც ,,სწრაფად გაქცევა.“ ,,გრიგოლ  ხანძთელის ცხოვრებაში“ ეს სიტყვა მოცემულია შემდეგ ეპიზოდში: ,,განიზრახა ფარულად სივლტოლაი თვისით ქუეყანით.“ ["გრ. ხანძთელის ცხოვრება", მე–9 კლასი, ქართ. ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა "დიოგენე", 2008 წ, გვ. 149]. ,,მავნებელი იგი ეშმაკი ზარგანხდილი ილტვოდა ლოცვათაგან ნეტარისა გრიგოლისთა.“ [,,გრ. ხანძთელის ცხოვრება", ქართ.ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი, გამომც. "დიოგენე". 2007,2008 წ.] ზ.სარჯველაძის ლექსიკონში სივლტოლაი განმარტებულია, როგორც – გაქცევა, თავის არიდება. იგივე მნიშვნელობა აქვს სივლტოლვას ,,აბო თბილელის წამებაში“ – ,,ივლტოდა, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდეს მას სარკინოზთა ერი.“ ,,გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ სიტყვა სივლტოლვა გამოყენებულია, როგორც ,,გარბის,“ ,,გაურბის რამეს“ მნიშვნელობით - ,,განიზრახა ნეტარმან...იოვანე, რაითა ივლტოდის სპანიად.“ სულხან–საბას "სიბრძნე–სიცრუისაში" მოცემულია სიტყვა სივლტოლვას შემდეგი ფორმა – ივლტოდა. ,,მეფე სამკვიდროზე ვერა დადგა და სხვა თემს ივლტოდა“ – ისწრაფვოდა.

             ძველ  ქართულ  მწერლობაში ეს სიტყვა თითქმის ყველგან ერთი და იმავე მნიშვნელობით გვხვდება, თუმცა განსხვავებული ფორმით. სივლტოლვას ძირითადი მნიშვნელობაა ,,გაქცევა,“ ,,თავის არიდება,“ ,,სწრაფვა.“ სულხან–საბა თავის ლექსიკონში ამ სიტყვას განმარტავს, როგორც გარდახუეწნა, მლტოლვარე, როგორც  ლტოლვის მოქმედი და ნალტოლვარი, როგორც გარდანახვეწი.

             თანამედროვე ქართულში ამ ძირიდან ნაწარმოები სიტყვა არის ლტოლვილი, რომლის სხვადასხვა ფორმებსაც ვხვდებით ძვ. ქართული ენის გაერთიანებულ ლექსიკონში:                
              1. შემო|ლტოლვ|ილი-შემოხვეწილი (ი. აბულაძის განმარტებითი ლქსიკონი, 2008 წ; გვ. 384.)        
               2. მივ|ლტოლ|ა, მილტოლ(ვ)ა-მირბენა, გაქცევა, თავის შეფარება. შდრ. მისალტოლავი, მისალტოლველი (ილია აბულაძის განმარტებითი ლექსიკონი, 2008 წ; გვ.209.)                           
               3. ვ|ლტოლ(ვ)|ილი- გაქცეული, განშორებული (ი.აბულაძის განმ. ლექსიკონი, 2008 წ; გვ. 139.)                          
              4.ელტვი|ს-ესწრაფის რასმე ან ვისმე.                                                                                                                                                                          
               5.ვ|ლტოლ|ა - განშორება, გაქცევა, რბენა, რაიმე უბედურებისგან თავის  დაღწევა                               
               6.მისა|ლტოლ|ავი,მისა|ლტოლვ|ელი-შესახვედრებელი, თავშე­სა­ფა­რი. (იხ. მილტოლვა. ილია აბულაძის განმ. ლექსიკონი. გვ. 214.)                                                                                                                                       
              7.განვ|ლტოლვილი - გაქცეული, მეოტი (ილია აბულაძის განმ. ლექსიკონი, გვ. 57.)
              8.განუ|ლტოლველი - განუხსნელი        
              9.შევ|ლტოლ|ა -  ,,მეოტ ქმნა“ (იხ. ვლტოლა შესალტოლველი)                                                                                                                                                                          

               სიტყვა ,,სივლტოლვას“ ახალ ქართულ მწერლობაში ცნობილი პოეტებიც ხშირად იყენებენ. მაგალითად: ნიკოლოზ ბარათაშვილი- ,,ძნელი არის მარტოობა სულისა, მას ელტვიან სიამენი სოფლისა.“ ალექსანდრე ყაზბეგი - ,,იმ ხალხს ვისაც გულით ველტვოდი, ვერ წარმოედგინა კაცი, რომელიც იმათთან ძმობას აპირებდა.“                                                                                     ალექსანდე ჭაჭავაძე - ,,იგიცა მელტვის მიბრალეთ ამით, უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფა მკვდარად.“ სიმონ ჩიქოვანი -  ,,ფიქრი ფიქრი შენკენ ილტვის.“                                                    
                ისევე როგორც ძველ ქართულში, თანამედროვე ენაშიც ,,ლტოლვა“ ნიშნავს სწრაფვას, თანამდეროვე ქართულში კი ,,ლტოლვილი“ – დევნილს, იძულებით გადაადგილებულ პირს. როგორც ვნახეთ, ამ ძირზე სხვადასხვა პრეფიქს–სუფიქსების დართვით მივიღეთ ამ სიტყვის სხვადასხვაგვარი ფორმა, რომლებიც სემანტიკურად ერთი მნიშვნელობის მატარებელია. მისი თავდაპირველი მნიშვნელობა არის ლტოლვა, სწრაფვა, მისწრაფება,რასაც შინაარსობრივად უკავშირდება მისგან ნაწარმოები ფორმები. საბოლოო ჯამში ამ სიტყვას მაინც არ შეუძენია სხვა დატვირთვა, მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ფორმითაა წარმოდგენილი.  
გამოყენებული ლიტერატურა:



                           გამოყენებული ლიტერატურა:


1. სულხან-საბა ორბელიანის ,,სიტყვის კონა”, თბილისი,       წელი.
2. ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა ,, დიოგენე”, თბილისი,           2007, 2008 წელი.
3. ქართული მწერლობა, თბილისი, გამომცემლობა ,,ნაკადული”, 1988 წელი.
4. ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, შედგენილია ი. აბულაძის, აკ.შანიძის, ივ. იმნაიშვილის, ს. ყაუხჩიშვილის, კ. კეკელიძის, ზ. სარჯველაძის და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით, 2008 წელი.
                                                                                                                                          

                              gvanca gelbaxiani,                                                            Tamar kurtaniZis,                                          mariam melqoSvili                            (მე-9 კლასის მოსწავლეები).




ფრაზეოლოგიზმები   გიორგი ლეონიძის  ,,ნატვრის ხის“
 მიხედვით




 გიორგი ლეონიძის შემოქმედების ღირსებას, ნაწარმოების შინაარსის ცხოველმყოფელობასთან ერთად მწერლის მხატვრული ენაც განაპირობებს.

მმწერალს არ უყვარდა `მაღალსამტვრევი სიტყვები და ფეხმოკლე აზრი~.

 `ასე მგონია პურის კალამი მიჭირავს ხელთ და იმ ქართული პურის მადლითა და სიმართლით ქაღალდზე გადამაქვს ის, რაც დამავალა დედამ და ჩემმა მშობელმა ხალხმა,~ -ასე აფასებდა თავის შემოქმედებას პოეტი.

დდარბაისლური, გლეხკაცური სიბრძნის მადლი დაჰყვება მისეულ პოეტურ სტრიქონებს, ყოველივე ეს კი, განსაზღვრავს გიორგი ლეონიძის ენობრივი სტილის მკვეთრად გამოხატულ ინდივიდუალობას.

გგიორგი ლეონიძის `ნატვრის ხეში~ უხვად გვხვდება ხალხური გამოთქმები,-
ფფრაზეოლოგიზმები, იდიომები, ანდაზები ,აფორიზმები.
ლეონიძისეული ბევრი პოეტური თქმა, უშუალოდ ხალხური ხატოვანი მეტყველებიდან იღებს სათავეს, მაგალითად : 
`ხარის ენის ტოლა ვენახი მიგდია~.
`განა ლეჩაქი სითბოსთვის გვხურავს?... ნამუსისათვის.~
`სიკვდილს დავღონებივარო,მაინც წუთისოფელს ვესურვილებიო~.
`თამადამ სიტყვა ჩასო მარგალიტში, სიტყვით ზღვა გადააყენა, პირიდან ოქრო სცვიოდა,ზღვაზე ხიდი გადო, ცაზე კიბე მიიდგა,მზესთან ადიოდ –ჩამოდიოდა,სუფრაზე ვარდმანანა სწვიმდა.~
აანდა: ` რა მოსალხენი კაცი იყო, რა მომღერალი,ვერც კი ეტეოდა გრძელ კახურ მრავალჟამიერში~.
`ისეთია სადაც ნემსს შესდებს სახნისს გამოიღებსო~.
`როგორც ბუზი ჯიგარს,ისე გაჰყვებოდა სუფრას.~
ხუთი ბატი რომ მიგებარებინათ , ექვსს დაჰკარგავდაო.~
`დედის მუცლიდან კბილიანი დაიბადაო~.
`გუშინ  იმდენი ვიმუშავე, ძაღლის სული ამოვიღეო~.
` ჩიტის რძე, ყველსაც კი ჰპირდებოდა წვეულებს~.
`დევის სისხლი გაჯდა ძარღვებშიო~.
`ისეთია,ისეთი, რომ მშიერი ძაღლი პურს არ გამოართმევსო~.
 ნ`ნატვრის ხის~ ყველა პერსონაჟი ხატოვანი მეტყველია, სხვაც მრავალია ჩამოსათვლელი და საგანგებოდ აღსანიშნი:
აალერსიანი სიკეთით დაბრძენებული დეიდა მაიკო: 
~ დილის სხივს აჰყევ ბიჭო, თორემ ცხოვრება გაგიძნელდება~.
სოფლის პატრონობაზე თავგამოდებული ციციკორე:
` საქართველოს ცხრა კარი აბია, თითოეული კარის ყარაულად უნდა გამოდგე”.
`ციციკორეს გულში ცხრა თონე იწვოდა~.
აანარქისტი, მუდამ ბობოქარი იორამი:
~ მძულს მდორე და გუბე, ვიშ / სიცოცხლის სუნი ტრიალებს~.
`ნატვრის ხის ~ პერსონაჟები ხშირად მეტყველებენ ანდაზებით , რაც მათ საუბარს უფრო დამაჯერებელს და მომხიბლავს ხდის. მაგალითად : `ჩირიკი ~ამბობს: 
`ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა, განა თუ გაკლიაო.~
აასევე: ~წყალი რომ აიმღვრევა , კამეჩიც აღარ დალევსო~.
`სხვას სხვისი მკვდარი , მძინარე ეგონაო~.( შეგვიძლია ხალხური ანდაზა გავიხსენოთ: `სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო~.)
`ჭირი არ წავა უჭიროდ, თუ ჭირის დედა მთელიაო~.
`კაცი მიწამტვერიაო, დღე არა აქვს ბევრიაო”.
`ჭირს ნუ დაუწვები უფრო დაგაწვებაო~.
`ადვილია დევთა შეყრა, მაგრამ გაყრა გაძნელდებისო~.
`ამოდენა მგლის ყმუილი უამბოდ არ გადაწყდებაო~/
`თუ ზაფხულის სიცხეში ტვინი არ ავიდუღეთ, ისე ზამთარში ქვაბი არ აგვიდუღდებაო~.
აასევე ვხვდებით ბრძნულ გამონათქვამებს, აფორიზმებს:
`ძველი დავაგდოთ სათქმელად, არც არა საუბნარია~.
`უმსგავსო საქმე ყოველი , მოკლეა მით ოხერია~
 (ვეფხისტყაოსანი). 
`ნატვრის ხეში~ მრავლადაა იდიომები, მეტაფორული შესიტყვებები:
გუთნისდედა ნინია ` ბუნებაში გადამდნარიყო~, ` ძილით სცხვებოდა~, ხმელეთი მისძარ- მოსძარა~, `ხორშაკი ქარი ამომივარდა~, `სურვილი დამეცა~, მიწამ მოიკითხა~,  ` გველის ფხაში გაძვრომა~, ` დანის ყელზე მიყვანა~, `სიკვდილი ეხედვებოდა~, `სიზმართა შუაა~, `დრო დააბერა ბებომ~ , დ`ძილს არ იძინებდა~ და სხვა მრავალი.
`ქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლულ მწერალს~,მართლაც უშურველად ჰქონდა  მომადლებული  უნარი ქართული ენის შესაძლებლობათა ასამოქმედებლად.
გიორგი ლეონიძის გაზაფხული ირგვლივ ` ფრთაგაშლილი ფრიალებს,გიჟმაჟობს”, `ნატვრის ხეში~ ვკითხულობთ; `იორამი კი ნაპირზე იდგა იორის ცქერაში ჩამტკბარი, მთლად გალურსული, მის ნიაღვარიან სულს მეტად ეთვისებოდა აღვართქაფებული იორი,არწივისა და მერნის ფრთებით რომ მოჰქროდა აბორგებული და ნაზავთარი.~
აი, როგორ ეფერებიან ერთმანეთს და როგორ ილოცებიან ნატვრის ხის გმირები:
`აი, გაძეხ კარგი მზითა~, მოშენდეს უბე დედაშენისა~, `წამლად დაგენაყე~, 
`იმ ადგილის ჭირიმე, სადაც შენ მომაგონდებიო~,
ააი , როგორ იმუქრებიან : გაგმუშტავ, მოგჩექმავ, დაგანიავებ. ააი , როგორ იძინებენ: ` ნეტარყუჩობით მიეძინებოდა, ძილში ცხვებოდა~. ჶეს კი ხილვაა კატასტროფისა `დაიწყო ომი, ადგა ღორი გაუმაძღრობისა~ და აი, ორსიტყვიანი პეიზაჟი: `მოღამდა, აიძაგრა ღამის ბალანი~. `ნატვრის ხე~ერთ-ერთი ყველაზე ქართული წიგნია , ქართულია თავისი ენით, მისი შემქმნელი კი დიდებული  მოქართულეა და მისი მადლიანი ენა ნამდვილად დაამშვენებს ყოველი ჩვენგანის მეტყველებას. ასწორედ ამიტომ, ეს პატარა წიგნი, განსაკუთრებით ძვირფასია  ყველა ქართულად მეტყველი ადამიანისთვის 


გამოყენებული ლიტერატურა: გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხე“

                           ბესარიონ ჯორბენაძე-,,მუხლადი სიტყვა 
                       ლეონიძისა“
                          თამაზ კვაჭანტირაძე - ,,ხმაძალიანი“
                                                  
                                                                                     ირაკლი ბრეგვაძე,
                                                                                          ხატია ცეცხლაძე,
                                                                                      მარიამ ჯღარკავა.

                                                                        (მე-9 კლასის მოსწავლეები).




ნეოლოგიზმები გიორგი ლეონიძის   ,,ნატვრის ხეში`` 

გიორგი ლეონიძემ ზედმიწევნით გადმოგვცა ქართული  ენისადმი თავისი დამოკიდებულება:

 `ო, როგორ მიყვარს მუხლადი, ბედაური, მაძღარი სიტყვა~, შენიშნავს იგი ნატვრის ხის ერთ-ერთ ნოველაში.

გგიორგი ლეონიძის პოეტური ენის ამოსაცნობად მრავლისთქმელია ეს ფრაზა, რადგან მასში მთელი სიცხადით ვლინდება მწერლის დამოკიდებულება ქართული სიტყვის მიმართ. აამიტომაც, ხალხის მიერვე იწოდება იგი სიტყვისჴოსტატად.

გგიორგი ლეონიძის ყოველი ლექსიკური ერთეული აზრობრივად არის დატვირთული და შინაგანი სითბოთია გასხივოსნებული, რადგან, მწერალი განსხვავებულად გრძნობდა სიტყვის მადლსა და დანიშნულებას.

 `ნატვრის ხის~ ერთ-ერთი პერსონაჟი თვით მწერლის გულისნადებს გამოხატავს: `სიტყვა ვთქვათ, ხალხი დავაძარღვიანოთო~.

 `ნატვრის ხე~, მართლაც ძარღვიანი, მადლიანი სიტყვებით არის გაჯერებული და განსაკუთრებულად საინტერესოა ენობრივი თვალსაზრისით.

გგიორგი ლეონიძემ ბევრ სიტყვას შთაბერა ახალი სიცოცხლე, ფერფლი გადააცალა და ხელახლა ააჩახჩახა. მას სავსებით გააზრებული დამოკიდებულება ჰქონდა ენისადმი, საგანგებოდ აგროვებდა ხალხში გაბნეულ სიტყვებსა და გამოთქმებს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ვერ თავსდება არსებული ლექსიკის ფარგლებში და სწორედ ამას მოჰყვება სიტყვების ახლებური გააზრება, ახალ სიტყვათა ქმნადობა.

გგიორგი ლეონიძემ მრავალი ახალი სიტყვა შემოიტანა და დაამკვიდრა საერთო ქართულ ეროვნულ ენაში, მაგალითად: `დიაკვანი ელეფთერი ღვინის კაცი უფრო იყო ვიდრე სულისა, თავქეიფა, ლხინიკო, ღვინის ხაპია.~ აგრეთვე: ბერიქალა, მზეკაბა, ნიავწვრილი, ბორიაქარი, არსაფერისი, უსაკმარო, გულთაგული, გზა-ბაწარა, პირ-ბადრი, თავ-გაზიდული, პირსუფთა, ამრეშებული, დანუკრებული, შებუთქვილი, დაბადაგებული, ცადაღრუბლული, გულდათოვლილი, თავკარავიანი, თავგზიანი, გაყინწული, ასაღამურდა ,ასინათდა, დაღვინიანდნენ, წერამწერალი, `პაწაწინა ლაფაჩი მაინც დაიბადა, ასე უნდოდა წერამწერალს.~

 `ნატვრის ხეში~ ვხვდებით მივიწყებულ, ძველ სიტყვებსაც: დახაშმული, ბოტორო, ხორშაკი, იკლიკანტური, ლახუსტაკი, კო|ჭობი, ლიტრა, ყარყაში, ყომრალი, გამძვივნებული, ზეგარდი, აღმეები, შეზავთება, დაჩინჩხვარება და სხვა მრავალი.

გიორგი ლეონიძემ მრავალი სახელი შექმნა როგორც წარმოქმნის (მაწარმოებელი აფიქსების საშუალებით, ახალი სიტყვის წარმოება) ასევე კოპოზიციის გზით (ორი ან მეტი სიტყვის შეერთებისაგან ახალი სიტყვის მიღება): რქაგალაღებული, ბროლშენაციები, ღმერთმოჩვენებული, დაიისფერებული, თავთავდაწმენდილი, ამგვარი კომპოზიტების უმეტესობა ავტორისეულია: გულცქერა, გულძალი, ცულაფთარი, ზენასუფევა, თვალსაზრიანი,ჵპირსიცილიანი, ბედ–გაკვანძილი, პურუჭმელი, პურუხვედრი, თავაბმული, თავაყრილი, თავმორეული, ხელგამომავალი, თავგაზიდული.გგვხვდება სამცნებიანი კომპოზიტები: ენაწყლინაყია, მზევარდამომავალი, პიროქრობრწყინვალე, ენამუხლმალი და ფუძეგაორკეცებით მიღებული კომპოზიტებიც; ლასლასი, ნუღნუღი, ხუსხუსი, ხითხითი, ფრატაფრუტი და ა. შ.           

გიორგი ლეონიძის მიერ შექმნილ ან დამკვიდრებულ სახელებში აშკარად სჭარბობს სახელზმნური და მიმღეობური ფორმები. 

ზმნური წარმოება მართლაც ხვავრიელად იჩენს თავს ლეონიძისეულ სიტყვათშემოქმედებაში. აამნაირ ზმნათა აბსოლიტური უმეტესობა ნასახელარია და ამით ავტორს საშუალება ეძლევა ყოველი საგანი აამოძრაოს, ქმედების სული შთაბეროს: მიეტკბურება, დაუქარწვიმებს, მფიფქავდა, ეჭინჭრებოდა, გაფიჩხული, დასურათებული, მინაცრებული, დაქიმითებული, ჩამარგალიტებული, გაშავრკინებული, შეჯავახება, მოშავფენება, მოფინფვლა, პირახსნა, გულახსნა და ა.შ.

 ასე რომ, გიორგი ლეონიძე სრულიად გაცნობიერებული ენობრივი პოლიტიკის გამტარებლად გვევლინება, მისთვის არ არის ძველი და ახალი ქართული, სალიტერატურო და დიალექტური, იგი მთლიანია და ნამდვილად იმსახურებს სამწიგნობრო ფონდში მოხვედრას და რაც მთავარია ჩვენს სასაუბრო ენაში დამკვიდრებას, რადგან, ნ`ნატვრის ხე ~არა მარტო პოეტური შედევრია ,არამედ სიტყვის კონაცაა. გიორგი ლეონიძის ახლად შექმნილი სიტყვები ნამდვილად დაამშვენებს ჩვენს მეტყველებას.    


გამოყენებული ლიტერატურა:  

ბესარიონ ჯორბენაძე; `მუხლადი სიტყვა ლეონიძისა~

თ. კვაჭანტირაძე- `ხმაძალიანი`

გ.ლეონიძე- ,,ნატვრის ხე``

           

                                       ანა-მარია ვაჭრიძე, 

                                        მარიამ ჩონიაძე

                                                (მე-9 კლასის მოსწავლეები)


   როგორ მეტყველებენ სატელევიზიო გადაცემების წამყვანები?

ყველა ქართველის მოვალეობაა, სახელმწიფო ენაზე ზრუნვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის უკომპრომისო დაცვა. სამწუხაროდ, დღევანდელ  საქართველოში თვითნებაზეა მიშვებული მართლმეტყველებისა და სალიტერეტურო ნორმათა დაცვის საკითხი. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მედიის ენა.
     ქართულ ტელევიზიებში ენის პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ენის დაბინძურებისა და უცხოენოვანი, ყოვლად უკონტროლო ლექსიკის შემოტანა-გავრცელების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა ელექტრონულ მედიაში. ბევრს სცოდავს ბეჭდური პრესაც. მაგალითად: ,,მე რთულად წარმომიდგენია, რომ ქართული პოლიტიკის განჭვრეტად მომავალშიც კი გამოჩნდეს მგავსი პოლიტიკოსი [ჟურნალი ,,თბილისელები‘‘ 6.06.2010 ] , ,,მტრად იყვნენ მოკიდებული ერთმანეთს [ ჟურნალი ,,თბილისელები‘‘ 6.06.2010] და სხვა მრავალი.
      ჟურნალისტების მეტყველებაში განსაკთრებული სისწრაფით მკვიდრდება გრამატიკული შეცდომებით გაჯერებული ფორმები. შეიძლება ითქვას, რომ მასმედიის წარმომადგენელთა მეტყველება ქართული, სალიტერეტურო ენის ფორმებისაგან განსხვავდება. ქართველმა ჟურნალისტებმა, თითქოს, ,,ახალი ენა“ შექმნეს.
       არ შეიძლება ენის ლექსიკური ერთეულებით ,,გამდიდრების‘‘ თვითნებაზე მიშვება. არ შეიძლება უცხო ენიდან შემოვიდეს ისეთი სიტყვები, რომელთა შესატყვისებიც უკვე არსებობს ენაში და ხშირად უკეთაც გამოხატავს სათქმელის შინაარსს. მიუღებელია ენის დაბინძურება კელკებით, ვულგარიზმებით, ჟარგონებით, დიალექტიზმებით. მართალია, ამ უკანასკნელს ქართული მწერლობის კლასიკოსებიც იყენებდნენ პერსონაჟთა მეტყველებაში, მაგრამ იქაც კი დიდი სიფრთხილეა საჭირო.
       ვფიქრობთ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჟურნალისტებში ასეთი ,,მრავალფეროვანი‘‘ ენა განათლების დაბალ დონეზე უნდა მეტყველებდეს. ერთ-ერთმა პოპულარულმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა: ,, მაშინ როდესაც მე ვმუშაობ, ვერ ვამჩნევ, თუ რას ვამბობ სწორად, და რას არა.‘‘ მაგრამ ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, რადგან ტელევიზიებს უამრავი მაყურებელი ჰყავს, ჟურნალისტების მეტყველება კი საზოგადოების ცნობიერებაზე აისახება.
       თუ ყურდღებით მოვისმენთ, ერთი შეხედვით, ლამაზ და ჟღერად სიტყვებში ამოვიცნობთ ჟარგონებს, კალკებს და ა.შ. სამწუხაროა, მაგრამ ენაში უკვე ფეხი მოიკიდა დამახინჯებულმა მეტყველებამ. ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალთი არსებობს: გასული კვირა თფილისელებისთვის საკმაოთ მრავალფეროვანი იყო [გადაცემა ,,თბილისი Live‘‘], საერთოთ, როგორ დაიწყო შენი ინტერესი ფეხსაცმელის მიმართ? [გადაცემა ,,თბილისი Live‘‘] , ფაქტიურად, ამდენი ძალისხმევა გაძლევს საფუძველს, იჯდე ამ დიეტაზე [გადაცემა ,,აუდიტორია‘‘ ეკა ხოფერია]
       ,,ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ‘‘ საკმაოდ რეიტინგული და პოპულარული გადაცემაა. ზემოთხსენებულ შოუში მრავლადაა არასწორი ფორმები. ყურს ჭრის  შემდეგი სიტყვები: ,,ბევრი ხალხები‘‘ ( მრავლის აღმნიშვნელ სახელებთან, არსებითი სახელი უნდა იყოს მხოლობით რიცხვში, სწორია: ,,ბევრი ხალხი‘‘); ,,წამიკითხია‘‘
(-ავ თემისნიშნიანი ზმნაა, უნდა იყოს: ,,წამიკითხავს‘‘). ასევე, ერთი შეხედვით სწორი ფორმაა ,,დასვავს‘‘, მაგრამ თუ დავუკვირდებით მის ფუძეს- ,,დასმა‘‘, მაშინ მი- ვხვდებით, რომ არა ,, დასვავს‘‘, არამედ ,,დასვამს‘‘ უნდა ეხმარა ჟურნალისტს. 
             ,,ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ‘‘      7 მარტი, 2012 წელი
       გადაცემის პირველ ნაწილში სტუმრად იყო, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, რომლის შემოქმედებაც გაიხსენა გადაცემის წამყვანმა, თუმცა გრამატიკული შეცდომებისაგან თავის არიდება ვერ მოახერხა. სამწუხაროდ, მრავლი შეცდომის აღნუსხვა მოგვიხდა. მაგალითდ
   თავის ნანოლიავებელი  მიუზიკლი.
   მუსიკაზე მესამე  წლიდან დადის.
   ისე, მღერიხარ?
   ბევრ სიმღერას სხვას არ მიცემდი.
   რანაირი თვალებით მიყურებენ.
   მასში არის რაღაც გიჟური, ამბობენ, ძალიან ხშირათ გამოგონია. 
        მეორე სტუმარი: ლია ბედოშვილი
   არ ვიცი, საიდან დავიწყო, მაგრამ მინდა დაწყება და დავიწყე უკვე.
   იცოდა თქვენმა მეუღლემ და თქვენმა შვილებმა?
   რათ უნდოდა პროწივგაზი?
   ძალიან გულწრფელათ მიხარია რომ გაგიცანით, რადგან ძალიან გულწრფელი რესპოდენტი ხართ.
       გადაცემის ბოლოს დათო არჩვაძის სიმღერა მოვისმინეთ,  ჟურნალისტი ამბობს: ,,დათო არჩვაძემ მოგვასმენინა, რასაც ყველა გავოცდით‘‘.


             ,,ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ‘‘       13 მარტი, 2012 წელი
        გადაცემის სტუმარი: ნიკა მემანიშვილი

    ყველა მეგობრები გეძახიან მემა ნიკას.
    რამდენიმე რაჭველი სტუმარი შემოვიყვან სტუდიაში.
    კახეთში აუცილებლად თათარა ამბავი უნდა იყოს.
    არჩეული დეპუტატი ბევრი მინახია.
    რა არის რაჭველების გულის მოგება?
    რომელმაც, რაჭამ მთლიანად ცხოვრება შუცვალა.
    თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც რაჭამ მთლიანად ცხოვრება შეუცვალა.
    თიატრი როგორია?
        ჟურნალისტებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქართული ენის ნორმების დაცვა აუცილებელია. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მათი საუბარი მაგალითი ხდება მაყურებლის თუ  მკითხველისათვის.
        


გამოყენებული ლიტერეტურა:

ინტერნეტ ჟურნალი ,,ამბიონი‘‘ : ,,ქართული ენა და თანამედროვე მედია‘‘;
  1. ჟურნალი ,,თბილისელები‘‘.
             
  1. გადაცემები: ,, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ‘‘ (ტელეკომპანია ,,იმედ
  2.   გადაცემა ,,თბილისი Live‘‘ (ტელეკომპანია ,,იმედი‘‘); 
    5.  გადაცემა ,,აუდიტორია“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი).
   

                                                               შოთა პატაშური,

                                                              დეა ხიზანიშვილი

                                                        (მე-9 კლასის მოსწავლეები




       



            ბარბარიზმები აბინძურებენ  ენას




     ქართველი კაცისათვის უხსოვარი დროიდან  უმთავრესი იყო „ენა, მამული, სარწმუნოება‘‘. ენა განძია ერისა. მას დაცვა, მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ,,ქართული ენა არის ქართველთა ღვთაებრივი საუნჯე’’, - ამბობდა ილია ჭავჭავაძე, ამიტომ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს ენის ძალა და ფასი. მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველოს უამრავი ბრძოლა გამოუვლია, ამის მიუხედავად, დღესაც ქართულად ვლაპარაკობთ. და მაინც, საზოგადოების გარკვეული ნაწილი სხვის ენაზე ,,ჟღურტულს’’ ამჯობინებს, რადგან თურმე ამით გავუცვნივართ ,,ევროპას’’.
      დღეს საზოგადოებაში ხშირად შევხვდებით ბარბარიზმებს. ,,ბარბარიზმი’’ ენისათვის შეუფერებელი, სხვა ენებიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვა-გამოთქმებია. იგი წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან ,,ბარბაროს’’ და ნიშნავს უცხოს. ისინი უძველეს, უწმინდეს ქართულ ენას გვიბინძურებენ. უცხო სიტყვები იმდენად ჭარბობს ენაში, ჩვენმა წინაპრებმა რომ მოისმინონ, მათთვის ეს ენა, ალბათ, გაუგებარი იქნებოდა.
       სამწუხაროდ, უამრავ ოჯახში გაიგონებთ  სიტყვებს, როგორებიცაა: ,,სპიჩკა’’, ,,ნასკი’’,  ,,ბრასლეტი’’,  ,,ზმეიკა’’ და სხვა მრავალი.  ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვების არაერთი შესატყვისი მოიძებნება ჩვენს მშობლიურ ენაში. ქართული იმდენად დაბინძურებულია ბარბარიზმებით, რომ ჟურნალ-გაზეთებშიც ხშირად შევხვდებით ქართულისათვის არაბუნებრივ ლექსიკურ ერთეულებს. ჩავუღრმავდეთ ბარბარიზმების როლს ენაში. ვიმსჯელოთ ქართული ენის სიწმინდის დაცვის შესახებ.
        საქართველოში  მე-19 საუკუნის დასაწყისში მოხდა რუსების მასობრივი ემიგრაცია, უკვე 30-იანი წლებისთვის, ოფიციალურად აიკრძალა ქართულ ენაზე საუბარი სასაწავლო დაწესებულებებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ეკლესიებში წირვა-ლოცვა რუსულად ტარდებოდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი 50-იან წლებში უკვე საუბრობდა რუსული ენიდან შემოსული უამრავი ბარბარიზმით, რომელებიც, სამწუხაროდ, დღემდეა შემორჩენილი ქართულ ენაში. მაშინ, როცა არსებობენ უძველესი და ულამაზიესი ქართული შესატყვისები, რატომ უნდა ვიხმაროთ ფორმა ,,სემიჩკა’’, როცა ენაში გვაქვს სიტყვა ,,მზესუმზირა’’, ან რატომ უნდა ვიხმაროთ ფორმა ,,ბრასლეტი’’, როცა არსებობს ,,სამაჯური’’ და სხვა.
        შეგვიძლია დავიმოწმოთ ბარბარიზმები, რომლებსაც ნებისმიერი ჩვენგანი იყენებს საუბრის დროს, ესენია:
      банка (ბანკა) - ქილა
      графин (გრაფინი) - დოქი
      ваза (ვაზა) - ლარნაკი
      ведро (ვედრო ) - სათლი
      змeикa (ზმეიკა)  - ელვა
      зал (ზალა) - დარბაზი 
      кран (კრანი ) - ონკანი
      кукла (კუკლა ) - თოჯინა
      кресло(კრესლო ) - სავარძელი
      кухня (კუხნა ) - სამზარეულო
      краска (კრასკა ) - საღებავი
   
      мешок (მეშოკი )  - ტომარა
      шарф (შარფი ) - ყელსახვევი
      шкаф (შკაფი ) - კარდა
      мороженое (მაროჟნი ) - ნაყინი
      пиво (პივა )- ლუდი
      прическа (პრიჩოსკა ) - ვარცხნილობა
     помада (პომადა ) - ტუჩასაცხი
      салфетка (სალფეტკი ) -  ხელსახოცი
       спичка (სპიჩკა ) - ასანთი
      печь (ფეჩი)  - ღუმელი
      цыган (ციგანი) - ბოშა

   21- საუკუნის დადგომასთან ერთად საქართველოს პოლიტიკური კურსი დასავლეთის მიმართულებით შეიცვალა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ევროპიდან თუ ამერიკიდან უამრავი უცხო ტერმინი შემოვიდა. რადიოსა თუ ტელევიზიიდან, გაზეთებიდან თუ ჟურნალებიდან, გვესმის და ვკითხულობთ არაქართულ სიტყვებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მას ჩვენი ყური და გონება ჩვეულებრივად აღიქვამს.
   დასავლეთიდან შემოსული ბარბარიზმების გავრცელებას ხელს უწყობს სოციალური ქსელებიც. მადალითად, Facebook- ის აქტიურმა მოხმარებამ გამოიწვია ახალი ტერმინების დამკვიდრება საზოგადოებაში: ,, დალაიქება” , ,,დაპოსტვა’’, ,, დათაგვა’’, ,,დაშეარება’’. ისინი ჩვეულებრივი ,,ქართული’’  სიტყვები გახდა და დროის მცირე მონაკვეთში მყარად მაიკიდეს ფეხი. ყველა ბავშვის (და არამარტო) მეტყველებაში ჩვეულ ფორმებად დამკვიდრდა.
    დღეს ხშირად გამოიყენება შემდეგი სიტყვებიც:
    PR (პიარი) - პიარი ძალიან გავრცელებული სიტყვაა საქართველოში და საზოგადოებასთან ურთიერთობას გულისხმობს. მაგ: დიდი კომპანიები, რომლებსაც გააჩნით საკუთარი PR განყოფილება, ცდილობენ თვითონ მოამზადონ და გაავრცელონ ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში [prguide.ge], ჩემი პოლიტიკაში მოსვლაც სწორედ სიტყვის თავისუფლებას უკავშირდება და არა ჩემი თავის პიარს [ინგა გრიგოლია].
    Show (შოუ) - ქართულ ტელევიზიებზე არ გადის გადაცემა, რომელთაც დაბოლოება ,,show’’  არ ჰქონდეს (ნანუკა ჟორჯოლიანის შოუ, ვანო ჯავახიშვილის შოუ, ,,ქლაბ შოუ” , თქვენი შოუ და .. ) ქართულად რომ გადავთარგმნოთ, ,,შოუ’’ ნიშნავს ჩვენებას.
   Performance (პერფორმენს) – კიდევ ერთ სავალალო შემთხვევას გდაცემა ,,თბილისი ლაივშივხვდებით, საიდანაცრჩეული საზოგადოებისწევრები, ამა თუ იმ თერძის მიერ შეკერილი სამოსების ჩვენებასარაჩვეულებრიბ პერფორმენსსუწოდებენ, ანუ წარმოდგენას.
   Creative (კრეატივი) - არის სიტყვა, რომელიც ასევე ხშირად ისმის ტელევიზიიდან. ამ სიტყვას, ძირითადად, ახალგაზრდებისა და ნიჭიერი ადამიანების მიმარ ხმარობენ. მაგ.: გადავწყვიტე შემოგთავაზოთ კრეატიული სარეკლამო იდეები,რომელთა მეშვეობით კომპანიებმა არაერთი მილიონი მოიპოვეს [http://avrora-blog.blogspot.com/] …
    აღნიშნულ ბარბარიძმებს ყოველ დღე ვიყენებთ საუბრის დროს, რაც ქართული ენის სიწმინდეს ვნებს. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა დავიცვათ მშობლიური ენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართულმა შეიძლება დაკარგოს თავისი მშვენეირება. კონსტანტინე გამსახურდია წერდა: ,, ენის სიწმინდისთვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა სამშობლოსი‘‘, ამიტომ ყველა ქათველის მოვალეობაა იზრუნოს ენის სიწმინდისთვის, მიუხედავად ასაკისა და სოციალური მდგომარეობისა. აუცილებელია  მოსახლეობის ლექსიკის გაუმჯობესება. ჩვენი მეგობრების, სანაცნობო წრის მეტყველებიდან ისეთი სიტყვებისა და გამოთქმების  ამოღება, რომლებიც ამახინჯებენ და აკნინებენ ქართულ ენას.



გამოყენებულლიტერატურა :

სტატიები

1.როგორია ახალგაზრდების მეტყველება და რა ტენდენციებია ქართულ ლექსიკონში [http://icode.ge] ;

2. საქართველოა მარადიული ?! [http://ucnauri.com/ ] ;

 


                                      გიორგი რობაქიძე,
                                      მარიამ ქსოვრელი,
                                     თამარ ხარატიშვილი.   
                                      (მე-9 კლასის მოსწავლეები)   




                      როგორ ვესალმებით ერთმანეთს?..



 ქართველი ერი მუდამ თავს იცავდა დამპყრობლებისგან, ამიტომ მისთვის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მოვლენა აისახა ქართული საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაშიც და დამკვიდრდა მისალმების ფორმა “გამარჯობა”.
 ენა ცოცხალი სისტემაა და მასში მუდვივად ხდება ცვლილება. დროის შესაბმისად იცვლება ლექსიკური ერთეულები. შეიცვალა მისალმების ფორმებიც, ჩვენი მიზანი იყო, გაგვერკვია თუ როგორ ესალმებიან ერთმანეთს თანამედროვე ქართველები, ამისთვის შევადგინეთ კითხვარი:

1. როგორ ესალამები თანატოლ ბიჭს (კაცს)?
2. როგორ ესალამები თანატოლ გოგოს (ქალს)?
3. როგორ ესალმები უფროსს კაცს?
4. როგორ ესალმები უფროსს ქალს?
5. როგორ გესალმებიან შენ?
6. მისაღებია თუ არა შენთვის თანამედროვე მისალმების ფორმები?
7. როგორ ესალმები ვირტუალურ სამყაროში?

 ამ კითხვარის საშუალებით გამოვკითხეთ 80 ადამიანი (24 ბიჭი, 24 გოგო. 16 ქალი, 16 კაცი). მიღებული შედეგები დავაჯგუფეთ და აღმოჩნდა, რომ გამარჯობის გარდა ქართულ ენაში დამკვიდრებულია მისალმების შემდეგი ფორმები: “ზდაროვა”, “პრივეტ”, “ჰი”, “ჰელლო”, “ბარო” (ერთ შემთხვევაში).
 სტატისტიკამ აჩვენა რომ, ყველაზე ხშირად ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ:
“გამარჯობას”, “ზდაროვას” და “პრივეტს” 
 კითხვაზე: მისაღებია თუ არა შენთვის თანამედროვე მისალმების ფორმები 
 შემდეგი პასუხი მივიღეთ - 35%_მა უარყოფითად შეაფასა
                        65%_მა დადებითად 

 გაირკვა, რომ ვირტუალურ სამყაროში უპირატესობას ქართველები “ჰელლო”_ს და “ჰი”_ს ანიჭებენ 
 სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ ადამიანები მისლმების ფორმას ასაკის მიხედვითაც ცვლიან:

   ბიჭები (9-25)

1. თანატოლებს – “ზდაროვა”
2. უფროსებს – “გამარჯობათ”
3. ვირტუალურ სამყაროში – “ჰი”

  გოგოები (9-25)

1. თანატოლებს – “პრივეტ”
2. უფროსებს – “გამარჯობათ”
3. ვირტუალურ სამყაროში – “ჰელლო”

   კაცი (25-65)

1. თანატოლებს – “ზდაროვა”
2. უფროსებს – “გამარჯობა”
3. ვირტუალურ სამყაროში – “გამარჯობა” (მცირედი იყენებს)

  ქალი (25-65)

1. თანატოლებს – “გამარჯობა”
2. უფროსებს – “გამარჯობათ”
3. ვირტუალურ სამაროში – “გამარჯობა”

ჩვენდა გასახარად, სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად გამოკითხუელები მისალმების ფორმა “გამარჯობას” იყენებენ.






                                          გგიორგი გელბახიანი, 
                                            გგიორგი მაჭარაშვილი,
                                               დაჩი ციმაკურიძე
                        
                                (მე-10 კლასის მოსწავლეები)