სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: რუსუდან კეკელიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
სსსმ მოსწავლეთა
რაოდენობა: 1
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის თემა : ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“
და ალფონს დოდეს „ ტარტარენ ტარასკონელი უჩვეულო თავგადასავალი“ - სხვადასხვა ქვეყნის
ერთი ეპოქის ორი პერსონაჟი
გაკვეთილის მიზანია
მოსწავლეებმა შეძლონ:
Ø მოცემული
ტექსტების (ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“
და ალფონს დოდეს „ ტარტარენ ტარასკონელი უჩვეულო
თავგადასავალი“ ) გაგება-გააზრება, ამოიცნონ ტექსტების მთავარი სათქმელი,
Ø შეძლონ მხატვრული
ტექსტების შესწავლისას მიღებული
ინფორმაციის განზოგადება და პერსონაჟთა საერთო ქცევის განსაზღვრა,
Ø დისკუსია
ტექსტებში წარმოჩენილი ცხოვრების სტილისა მსგავსება-განსხვავების შესახებ,
Ø შექმნან ტექსტი
წაკითხული ტექსტების შთაბეჭდილების
გამოხატვის მიზნით,
Ø
შეძლონ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სტრატეგიების გამოყენება (შეფასების წინასწარ
ჩამოყალიბებული სქემის მიხედვით)
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
1. ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.
·
საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული
თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
·
ისმენს და ეთანხმება, ან კორექტულად
უარყოფს თანამოსაუბრის აზრს;
2.
ქართ.
VII. 7. მოსწავლეს
შეუძლია
სხვადასხვა
სახის
მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ
მიმართ
საკუთარი
დამოკიდებულების
გამოხატვა
და
ახსნა.
·
კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ
ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული
ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
·
საუბრობს იმის შესახებ, რაზე
დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები; რა - უცნობი და
გაუგებარი;
3.
ქართ.
VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
·
ამოიცნობს ტექსტის მიზანს (რისთვის
არის დაწერილი- მკითხველის ინფორმირების, გართობის, თუ დარწმუნებისათვის) და აუდიტორიას (ვისთვის არის განკუთვნილი);
·
მსჯელობს სათაურისა და ტექსტის
ურთიერთმიმართებაზე;
4.
ქართ.
VII. 11. მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
·
გადმოსცემს შთაბეჭდილებას წაკითხულ
წიგნზე,
გაკვეთილის გეგმის
შედგენისას გავითვალისწინეთ
გაკვეთილის გეგმის შედგენისას გავითვალისწინეთ მე-7 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დასახული
მიზნები გაკვეთილის ბოლოს მიგვიყვანს სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგამდე.
მოსწავლე აჯამებს რამდენიმე გაკვეთილზე კონსტრუირებულ ცოდნას, მას შეუძლია იმსჯელოს რამდენიმე პრობლემაზე:
·
სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟების ქცევის მოტივზე მათი შედარება-შეპირისპირების გზით,
·
თანამედროვეობის გადმოსახედიდან აფასებს
მხატვრულ რეალობას,
·
მოთხოვნის შესაბამისად
ქმნის წერილობით ტექსტს.
·
თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების
სქემებით შეაფასოს საკუთარინაშრომი.
·
ამავე დროს, გეგმის შედგენისას გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები.
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
(დაასაბუთეთ შინაარსობლივი რესურცების
მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხები ,
მიზნის გაცნობა
|
სიის ამოკითხვა
|
საერთო საკლასო
|
კლასის ჟურნალი
|
2 წთ
|
2
|
ფონური ცოდნის გააქტიურება - საშინაო
დავალების ანალიზი.
საშინაო დავალებად მოსწავლეებს
მიცემული ჰქონდათ პრეზენტაცია, რომელშიც
უნდა ესაუბრათ ილია ჭავჭავაძისა და ალფონს დოდეს ბიოგრაფიის შესახებ.
მოსწავლეები წინასწარ მიცემული კრიტერიუმების მიხედვით აფასებენ ნ პრეზენტაციას.
|
პრეზენტაცია
|
მუშობა ინდივიდუალრად
|
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები
|
10 წთ
|
3
|
პრობლემის გააქტიურების მიზნით
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს
ვიდეორგოლს „კაცია-ადამინის?!“ და „ ტარტარენ ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავალის“
შესახებ.
მოსწავლეები მსჯელობენ წარმოდგენილი მასალის შესახებ.
|
გონებრივი იერიში,
ვარაუდების ორგანზება
|
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი,
პროექტორი
|
3 წთ
|
4
|
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს,
დაფიქრდნენ „კაცია-ადამიანში?!“ და„ ტარტარენ ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავალის“ პერსონაჟების წარმოჩენილი თვისებების შესახებ და სვამს
კითხვას: რა თვისებებს ამჟღავნბენ
პერსონაჟები?
ივსება T დიაგრამა ჯერ ჯგუფებში, ხოლო შემდეგ - საერთო
სქემა.
დიაგრამის ერთ მხარეს
ჩამოწერენ მოსწავლეები, როგორ ცხოვრობენ
„კაცია-ადამიანის?!“ პერსონაჟები და ამეორე მხარეს , როგორ ცხოვრობს „ ტარტარენ ტარასკონელის
უჩვეულო თავგადასავალის“ პერსონაჟი.
მოსწავლეები უკავშირებენ ნასწავლსა
და წაკითხულ ინფორმაციას, პასუხომებ კითხვებს
კოგნიტური სქემის „ერთი ტექსტი ამბობს, მეორე ტექსტი ამბობს- მე ვფიქრობ-ამიტომ...“
|
ინფორმაციის დახარისხება და კოგნიტური სქემის შევსება
ტექსტზე მუშობა,
აქტივობა „ერთი ტექსტი ამბობს, მეორე ტექსტი ამბობს, მე
ვფიქრობ-ამიტომ...“
|
ჯგუფური, ინდივიდუალრი
ჯგუფური
|
კოგნიტური სქემები,
სახელმძღვანელო,
აუდიოჩნაწერი, კომპიუტერი
კოგნიტური სქემა
ტექსტი
ფლირჩარტი
|
10 წთ
|
5
|
დისკუსია თემაზე: ერთი ეპიქის ორი
მწერალი და ერთი ეპოქის ორი პერსონაჟი
|
დისკუსია
|
ინდივიდუალური
|
|
10 წთ
|
7
|
5- წუთიანი ესე.
როგორ აღწერდა ტარტარენ ტარასკონელი ლუარსაბის ყოფას, ან როგორ აღიქვამდა ლუარსაბი
ტარასკონელების ცნობილ ნადირობას.
ნამუშევრების პრეზენტაცია
|
ესე
|
ინდივიდუალური
|
|
10 წთ
|
9
|
შეფასებები მოცემული სქემებისა და
რუბრიკების მიხედვით.
მასწავლებელი და
მოსწავლეები ერთად შეაჯამებენ გაკვეთილს. მოსწავლეები აღნიშნავენ რა
მოეწონათ და რა
არა, ხომ არ დარჩა
ბუნდოვანი საკითხები, რისი გაგება სურთ.
მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას წარმართავს შეფასების
რუბრიკებისაკენ და იყენებს
შეფასების ფორმებს. ესენია:
1.
თვითშეფასება,
2.
ურთიერთშეფასება;
3.
განმავითარებელი შეფასება;
4.
განმსაზღვრელი შეფასება.
მოსწავლეებს საშუალება
აქვთ დააფიქსირონ საკუთარი
მოსაზრებანი. მოსწავლეები აკვირდებიან საკუთარ
კოგნიტურ უნარებს. ავსებენ თვითშეფასების სქემას -მიზნებისა და
შედეგების შედარება .
|
შეფასება-დაკვირვება
საკუთარი და სხვისი
აზროვნების პროცესზე
|
ინდივიდუალური;
წყვილებში;
ჯგუფებში.
|
თვითშეფასებისა
და
ურთიერთშეფასების სქემები
|
5 წთ
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგი:
·
მოსწავლეები აჯამებენ რამდენიმე გაკვეტილზე კონსტრუირებულ
ცოდნას, განიხილავენ ერთი ეპოქის სხვადასხვა ქვეყნის მწერლების მიერ შექმნილი პერსონაების მსგავსება-განსხვავებაზე,
მწერალთა მიზანდასახულობაზე.
·
მოსწავლეები
მსჯელობენ მხატვრული ტექსტებში
წამოჭრილი
პრობლემის შესახებ,
მონაწილეობენ
საკლასო დისკუსიაში,
·
მოსწავლეები ეჩვევიან ავტორებისა და თვიანთი ნააზრევის
შედარებასა და დასკვნების გამოტანას.
·
მოსწავლეები
ქმნიან ტექსტს სხვადასხვა მიზნით, გამოხატავენ საკუთარ გუნება- განწყობილებას საინტერესო ფორმით შექმნილ
ტექსტში,
·
მოსწავლეები ადეკვატურად იყენებენ თვითშფასებისა და ურთიერთშეფასების სქემებს.
შეფასება:
დანართი
N1
v ურთიერთშეფასებისსქემა
- გაეციპოზიტივი!
დღეს
ყველაზე მეტად
მომეწონა––––––––––––––––––––––(სახელი, გვარი) რადგან–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------(აქტიურობდა,
ჩართული იყო, კარგ იდეებს
გვაწვდიდა, მსჯელობდა, ამტკიცებდა...)
v გასასვლელიბარათი
საკუთარი თავით
კმაყოფილი ვარ/ არ ვარ, რადგან---------------------------------------------------------------------------------------
დღეს გავიგე-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი
N2
საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობის რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
4-5-6
|
3-2-1
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის მონაწილეობს
და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას.
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
იშვიათად ან
საერთოდ არ მონაწილეობს
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითდ იყენებს ენის
გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულებს,
მეტყველებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს, ენის გამომსახველობით საშუალებებს
|
იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებს, მეტნაკლებად გამართულად
საუბრობს
|
არ იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებს
|
საკუთარი აზრის დასაბუთება და
წარდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად
წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს თავის მოსაზრებას
|
ხშირად ახერხებს საკუთარი
აზრის დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად
საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ
აზრს
|
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს
და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენაზედაყრდნობით.
კორექტურია
და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
|
უსმენს სხვებს
და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს
მოსმენილზე დაყრდნობით
|
უსმენს სხვებს
და აცდის საუბრის დასრულებას
|
არ უსმენს სხვებს
და არ აცლის საუბრის დასრულებას
|
დანართი N3
ჯგუფური მუშაობის
შეფასების რუბრიკა
ჯგუფის ყველა
წევრი ჩართულია
|
1
|
ჯგუფის წევრები
უსმენენ ერთმანეთს
|
2
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აქვთ აზრის
გამოხატვის თანაბარი პირობა)
|
2
|
ჯგუფის პრეზენტაციისთვის წარმოადგენს
მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნას
|
2
|
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
|
2
|
ჯგუფი იცავს დროის
ლიმიტს
|
1
|
დანართი
N4
წერითი
დავალების შეაფასების კრიტერიუმები
I
კრიტერიუმი - შინაარსობლივი გამართულობა
|
ქულა
|
დავალების პირობა
ადეკვატურადაა გაგებული
|
2
|
დავალების პირობა ნაწილობრივ
ადეკვატურადაა გაგებული
|
1
|
დავალების პირობა არაადეკვატურადაა
გაგებული
|
0
|
II კრიტერიუმი - ნაწერის აგება
|
ქულა
|
ნაშრომი კარგადაა
შეკრული, მონაკვეთები თანმიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს
|
2
|
ნაშრომი შეკრულია,
თუმცა ნაწილობრივ დარღვეულია ლოგიკური კავშირი
|
1
|
ნაშრომში დარღვეულია
ლოგიკური კავშირი
|
0
|
III კრიტერიუმი - მსჯელობის
დასაბუთება
|
ქულა
|
მსჯელობა დამაჯერებლადაა
დასაბუთებული და არგუმენტები გამყარებულია
შესაბამისი მაგალითებით
|
3
|
მსჯელობა მთლიანად
დასაბუთებულია, თუმცა ზოგიერთადგილას არგუმენტები არადამაერებელია და/ან მოხმობილი არგუმენტები
არ შეესაბამება მსჯელობას
|
2
|
მსჯელობა ზოგადია,
სქემატურია, არადამაერებელია, დაშვებულია 1 ფაქტობრივი შეცდომა
|
1
|
არადამაერებელია,
დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომები
|
0
|
IV კრიტერიუმი - დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება
|
ქულა
|
ნაშრომში გამოვლინდა
ორიგინალურობა, წიგნიერება და განსაკუთრებული
აზროვნება
|
3
|
ნაშრომში გამოვლინდა
ორიგინალურობა, ნაწილობრივ წიგნიერება
|
2
|
ნაშრომში არ
არის ორიგინალური, არის განსაკუთრებული აზროვნების
მცდელობა
|
1
|
მსჯელობა ტრაფარეტული და შაბლონურია, ან პერიფრაზია
|
0
|
დანართი N 5
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
1
|
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას,
ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
|
2
|
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
|
1
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
1
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
რეფლექსია
ჩატარებულ
სამოდელო გაკვეთილზე
მასწავლებელთა
პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის
ფარგლებში VII ბ
კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი .
გაკვეთილის თემა: ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“
და ალფონს დოდეს „ ტარტარენ ტარასკონელი უჩვეულო თავგადასავალი“ - სხვადასხვა ქვეყნის ერთი ეპოქის
ორი პერსონაჟი.
გაკვეთილი დაგეგმილი იყო სამფაზიანი გაკვეთილის ჩარჩო-კონსტრუქციის შესაბამისად.
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება განაპირობა იმან, რომ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პიროვნული სრულყოფისათვის. ამ დროს მოსწავლეს უყალიბდება კრიტიკული
აზროვნებისა და საწავლა-სწავლების უნარ-ჩვევები.
სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსწავლეთა ზნეობრის პრობლემებზე : ადამიანის დანიშნულება,
პიროვნება და გარესამყარო, ოცნება
და რეალობა, სიყვარული და მტრობა და სხვა დაფიქრება,
მათი მკვიდრი წარმოდგენების ტრანსფორმირება. ამიტომ ჩნდება კითხვა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები?
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს
შევთავაზოთ ისეთი ნაწარმოებები და თემები, როდესაც მოსწავლეები თვითონ დაინახავენ პრობლემას და მოძებნიან გადაჭრის გზებს.
სწორედ ზემოთქმულის გათვალისწინებით შეირჩა გაკვეთილის თემა, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა ქვეყნის ერთი ეპოქის
ორი პერსონაჟის ცხოვრების სტილისა ურთიერთშედარებას,
მსგავსება-განსხვავების დადგენას, ერთი ეპოქის, მაგრამ სახვადასხვა ეროვნების მწერალთა
მიზანდასახულობის დადგენას, პერსონაჟთა ქცევის
მოტივაციის და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
ჩმოყალიბებას. ამოცანის გადასაჭრელად შეირჩა
ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ და ალფონს დოდეს „ ტარტარენ ტარასკონელი უჩვეულო
თავგადასავალი“.
პირველი აქტივობით მოვახერხეთ ფონური ცოდნის გააქტიურება, მოსწავლეებმა წარმოადგინეს
წინასწარ მიცემული დავალება , მოეძიან ინფორმაცია ილია ჭავჭავაძისა და ალფონს დოდეს
შესახებ. აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მოძოებისა და სტრუქტუირების,
მსმენელამდე საკუთარი აზრის მიტანის, პრეზენტაციული
უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისიათ. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს მწერლების ნაწარმოებების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების
მიმარათ, რაც ერთგვარი „ხარაჩო“ იყო შემდგომი
აქტივობების წარმართვისათვის.
კონსტრუქტივისტული მიდგომის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო მე-4 აქტივობა, რომელიც მიზნად
ისახავდა ინფორმაციის დახარისხებსა და კოგნიტური
სქემის შევსებას. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა
მეთოდი „ერთი ტექსტი ამბობს, მეორე ტექსტი ამბობს, მე ვფიქრობ-ამიტომ...“
გაკვეთილი,
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო როგორც მოსწავლეების,
ასევე დამსწრე კოლეგებისათვის. გაკვეთილზე
პრობლემის გადაჭრისათვის მრავლად იყო გამოყენებული ისეთი მეთოდები (კოგნიტური სქემები, პრეზენტაცია, დისკუსია, ესე), რომლებიც ხელს უწყობენ კონსტრუქტივიზმის პრინციპზე დაფუძნებული სამფაზიანი გაკვეთილის ჩატარებას. მოსწავლეებმა გაიზრეს პრობლემა, ნათლად
ჩამოაყალიბეს საკუთარი მოსაზრებები, შეძლეს გამოეკვეთათ რა საერთო პრობლემა იდგა ილია
ჭავჭავაძისა და ალფონს დოდეს წინაშე, ისაუბრეს ავტორთა სატირული განწყობის შესახებ, შექმნეს საინტერესო
და ორიგინალური ტექსტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საკლასო დისკუსიას ერთი ეპიქის ორი მწერალი და ერთი ეპოქის ორი პერსონაჟი და 5-წუთიანი
ესეს შესრულებას.
საბოლოოდ,
მივაღწიეთ გაკვეთილის მოსალოდნელ
შედეგს:
·
მოსწავლეებმა შეაჯამეს რამდენიმე გაკვეთილზე კონსტრუირებული
ცოდნა, განიხილეს ერთი ეპოქის სხვადასხვა ქვეყნის მწერლების მიერ შექმნილი პერსონაჟების მსგავსება-განსხვავება,
მწერალთა მიზანდასახულობა.
·
მოსწავლეებმა
იმსჯელესნ მხატვრულ ტექსტებში
წამოჭრილი
პრობლემის შესახებ,
მონაწილეობდნენ
საკლასო დისკუსიაში,
·
მოსწავლეები ეჩვევიან ავტორებისა და თვიანთი ნააზრევის
შედარებასა და დასკვნების გამოტანას.
·
მოსწავლეებმა
შექმნეს ტექსტები სხვადასხვა მიზნით, გამოხატეს საკუთარ გუნება- განწყობილებას საინტერესო ფორმით შექმნილ
ტექსტში,
·
მოსწავლეებმა ადეკვატურად გამოიყენეს
თვითშფასებისა და ურთიერთშეფასების სქემები.
გაკვეთილის ჩატარებისას არ
გამხდარა საჭირო წინასწარ შემუშავებული გეგმიდან გადახვევა,
პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილი მეც და ჩემს კოლეგებსაც დაგვეხმარება სწავლების ეფექტურობასა და ხარისხის
ამაღლებაში, მოსწავლეთათვის საკმაოდ რთულ მასალას სახალისო, ინტელექტუალურ გამოწვევად ვაქცევთ, რაც განაპირობებს
მოსწავლეთა მაღალ მოტივაციას და ინტერესს კონკრეტული მასალის და, საერთოდ, ლიტერატურის მიმართ. ასეთი ტიპის გაკვეთილები მეხმარება მოსწავლეების
სხვადასხვა უნარის განვითარებაში. მოსწავლეები
ავლენენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზების, ძიების უნარს. ასეთი ტიპის გაკვეთილები ეხმარება მათ გაკვეთილზე შესწავლილი
მასალა რეალურ პროცესებს დაუკავშირონ, მოსწავლეთა
ჩართულობა მაღალია, გაკვეთილის მსვლელობის პროცესში აქტიურადაა
ჩართული სსსმ მოსწავლე.
მოსწავლეებმა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების მეშვეობით შეაჯამეს
საკუთარი და თავიანთი მეგობრების მიერ მიღებული შედეგები. გასასვლელ ბარათებში, ძირითადად, გამახვილდა ყურადღება გაკვეთილზე ჩართულობაზე და თვითრეფლექსიაზე.
გაკვეთილის განმავლობაში ვაკეთებდი განმავითარებელ კომენტარებს. გამოვიყენე ჯგუფის
მუშაობის შეფასებისას ფოკუსირებული დაკვირვება და შეფასება. განმსაზღვრელი შეფასებით შევაფასე 3 მოსწავლე. მოსწავლეებმა
იციან შეფასების კრიტერიუმები. შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების ნაკრები ყველა
მოსწავლეს თან აქვს და გამოკრულიცაა საკლასო ოთხში თვალსაჩინო ადგილზე.
სამომავლო რეკომენდაციები :
სამომავლოდ აუცილებელია თვითრეფლექსიის უნარის
გაძლიერება, რათა მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ საკუთარ
კოგნიტურ შესაძლებლობებზე დაკვირვების უნარი.
ამისათვის მოსწავლეების თანამონაწილეობით შევიმუშავებ თვითრეფლექსიის გასააქტიურებელ რამდენიმე სქემას.
მოსწავლეებსაც უფრო მეტ
ყურადღებას მივაქცევინებ საკუთარი კოგნიტური უნარების
განვითარებაზე, საკუთარი ცოდნის გაზომვასა და,
საერთოდ „ სწავლის სწავლაზე“.
ამავე დროს, მოსწავლეებთან ერთად
უფრო მკვეთრად გავმიჯნავ
სხვადასხვა ქულის მიღებისათვის
ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს.
No comments:
Post a Comment