პროექტის შესრულება

Thursday 22 November 2012

როგორ ვისწავლოთ ლექსი ზეპირად?

დღეს  მოსწავლეებმა შემომჩივლეს: „მასწავლებელო, ლექსს ზეპირად ვერ ვსწავლობ!“  გადავწყვიტე, რამდენიმე რჩევა მივცე მათ.
 არ მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს რჩევები, მაგრამ  გამომადგა კი. წაკითხულს საკუთარ გამოცდილებასაც დავამატებ, იქნებ  საინტერესო აღმოჩნდეს.

უმჯობესია ლექსის მთლიანად დამახსოვრება. ლექსის სწავლა დაიწყეთ 2-3 დღით ადრე. და თუ მაინც ამდენი დრო არ გაქვთ:
1.      თავდაპირველად ლექსი წაიკითხეთ ორჯერ, ერთხელ - ხმადაბლა, მეორეთ - ხმამაღლა. მოინიშნეთ ყველა უცნობი სიტყვა და ფრაზა. მესამედ წაიკითხეთ ხმამაღლა და გამომეტყველებით.
რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხოთ ლექსი, მუდამ გახსოვდეთ: კითხულობთ, რათა ზეპირად დაიმახსოვროთ. მეორე წაკითხვისთანავე ეცადეთ ლექსის მელოდია და რითმიკა შეიგრძნოთ.
2.      წაკითხვიდან წაკითხვამდე შეისვენეთ. 2-3-ჯერ ლექსი ზეპირად წაიკითხეთ (როგორც დაგამახსოვრდათ), თუ დაინახეთ, რომ ლექსი ზეპირად არ გახსოვთ, წიგნში ჩიხედეთ. ცოტა შეისვენეთ და წარმოიდგინეთ ლექსის განწყობა, ან მოვლენა.
3.      რამდენიმე საათის შემდეგ ხმამაღლა წაიკითხეთ ლექსი, მარგამ ეცადეთ, არ ჩაიხედოთ წიგნში. გონებაში მოხაზეთ ის ადგილები, რომლებიც ცუდად გახსოვთ. კიდევ წაიკითხეთ ლექსი, ყურადღება მიაქციე იმ მონაკვეთებს, რომლებიც ცუდად გახსოვდათ. კითხვისას გამოყავით ეს ადგილები ინტონაციით.
4.      დაძინების წინ ლექსი კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ზეპირად.
5.      დილით ლექსი გონებაში წაიკითხეთ ზეპირად.
6.      გრძელი ლექსი დაყავით ნაწილებად, მგრამ ყველა ნაკვეთის დაწყების წინ გაიმეორეთ ლექსის წინა ნაწილი.

ვნახოთ, როგორ გამოადგემეთ რჩევები ჩემს მოსწავლეებს.