პროექტის შესრულება

Wednesday, 6 November 2013

როლების კითხვა, გ. ერისთავი, „გაყრა“

სახელდახელო აფიშა
როლები განაწილდა
ბავშვები როლებს კითხულობენ...







Thursday, 17 October 2013

მენტორ-მაძიებლობა_სკოლა სკოლაში


პრეზენტაცია 

მასწავლებელთა კონფერენციაზე

17 ოქტომბერი, დიდუბე პლაზა













Thursday, 17 January 2013

ლიტერატურულ პერსონაჟთა და წინაპართა კვალდაკვალ.


პროექტის სახელწოდება:   ლიტერატურულ პერსონაჟთა და წინაპართა                                    
                                               კვალდაკვალ.
პროექტის მთავარი თემა:   ძველი ქართული ტექსტების (,,შუშანიკის
წამება“,   „აბო თბილელის წამება“, „გრიგოლ  ხანძთელის ცხოვრება“ ) ტექსტების გეოგრაფიის შესწავლა და პერსონაჟთა განვლილი გზის აღდგენა.
პროექტის აქტუალურობა:  ძველი ქართული ტექსტების გაცნობა, აღქმა და სხვადასხვა თვალსაზრისით გამოყენება   მნიშვნელოვანია მოსწავლის განვითრებისათვის.  ლიტერატურული ტექსტის, როგორც წყაროს
 გამოყენება ხელს უწყობს ძველი ქართული  ტექსტების გათვისებას. ისტორიული ძეგლების  შესწავლა და სასწავლო მასალის შექმნა, ერთი
მხრივ, მნიშვნელოვანია პროექტის მონაწილეთა  განვითარებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ,  სხვა მოსწავლეებს დაეხმარება  რთული ენობრივ ქსოვილის აღქმაში.
პროექტის მიზანი: მოზარდებს ჩამოუყალიბდეს მხატვრული ტექსტის,  როგორც წყაროს შესაწავის, მხატვრული და ისტორიული რეალობის გამოყოფის, კრიტიკული აზროვნების,  შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და საპტეზენტაციო  უნარები.
მონაწილეთა ასაკი:  14-15 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: 4 თვე (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი).
პროდუქტი, რომელიც შესაძლოა შეიქმნას: ვიდეო და საპრეზენტაციო
                                                                                 მასალა.
პროექტისათვის საჭირო რესურსი:  კომპიუტერი, ფოტო და ვიდეო აპარატი,   პროექტორი, პრინტერი, ინტერნნეტი, ფურცელი და  სხვა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის მიზნისა და
 აქტუალობის გაცნობა, მოზარდების დაყოფა ინტერესთა მიხედვით, ფოკუს ჯგუფების შექმნა, საკვლევი მასალის  განაწილება, ისტორიული ძეგლები მონახულება (შესაძლებლობის ფარგლებში), მოძიებული  ინფორმაციის დალაგება, შესწავლა და ანალიზი,   ვიდეოკლიპის მომზადება საპრეზენტაციო მასალების შექმნა,  პრეზენტაცია, ბლოგზე მასალის ატვირთვა, შექმნილი მასალის ინტერნეტში განთავსება.
საგანთან  კავშირი ეროვნულ გეგმასთან: ისტი (საპრეზენტაციო მასალის
  შექმნა, ინტერნეტში განთვსება, ბლოგზე ატვირთვა), სამოქალაქო განათლება (ეპოქის გავლენა გმირზე),  ისტორია(ისტორიული ძეგლების მონახულება).
პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან კეკელიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: rkekelidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: rkekelidze-rusiko.blogspot.com