Thursday, 10 July 2014
სკოლის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ჯგუფების კონფერენცია ბაზალეთზე
თვითშეფასება
გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, მასწავლებლობა მეტია, ვიდრე პროფესია,
შესაბამისად, მაღალპროფესიონალი მასწავლებელი საზოგადოებისათვის აუცილებლობაცაა და
ფუფუნებაც.
ჩვენი, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის (7-კაცას), საქმიანობა, პირველ რიგში, მიზნად
ისახავდა სასკოლო საზოგადოების დაკვალიანებას, რას ნიშნავს მაღალპროფესიონალი მასწავლებელი,
როგორ უნდა განვვითარდეთ, რათა სასურველ მიზანს მივაღწიოთ.
ლექსიკონში
შევხვდებით პროფესიონალიზმის განმარტებას: "ქცევა,
მიზნები ან თვისები, რომლებიც ახასიათებენ ან აღნიშნავენ გარკვეულ პროფესიას ან პროფესიონალ
ადამიანს"; ხოლო პროფესია კი განმარტებულია, როგორც "საქმიანობა, რომელიც
მოითხოვს სპეციალიზებულ განათლებას და ხშირად გრძელ და ინტენსიურ აკადემიურ მომზადებას".
ასე რომ, ნათელია,
პროფესიონალი მასწავლებელი გრძელ და ინტენსიურ აკადემიურ მომზადებს საჭიროსებს. პროგრამაში მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები (მაღალი პროფესიონალიზმი; კოლეგების ნდობა და აღიარება,
შრომისმოყვარეობა; სიახლეების მიმღებლობა; პასუხისმგებლობა; კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის განვითარებული უნარი) კოლექტივისათვის თავიდანვე იყო ცნობილი, თუმცა
კანდიდატურების შერჩევა არც ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა. როგორც დაკვირვებამ ცხადყო,
სკოლა არც ისე მომზადებული იყო პროგრამის განხორციელებისათვის. ჯგუფის წევრთა მხოლოდ
30%-ს ჰქონდა გაცნობიერებული, რა და რატომ უნდა გაეკეთებინა.
სიმპტომატურად მოგვეჩვენა
გამოკითხულ პედაგოგთა დამოკიდებულება საკუთარი პროფესიული განვითარების მიმართ. ჩავატარეთ
გამოკითხვა, რომლის შედეგები ასე გამოიყურება:
-
რამდენად საჭიროა სკოლაში პროფესიული განვითარების
ჯგუფი?
აუცილებელია - 80 %.
-
რატომ არ ისურვეთ თვითონ ყოფილიყავით ჯგუფის
წევრი ?
დამატებითი
შრომატევადი საქმიანობისათვის არ აქვთ დრო - 75%.
-
რა შემთხვევაში
ისურვებდით, ყოფილიყავით ჯგუფის წევრი?
თუ ექნებოდა ფინანსური
დაინტერესება-80%
თუ ექნებოდა კარიერული ზრდის გარანტირებული საშუალება- 20%.
თუ ექნებოდა კარიერული ზრდის გარანტირებული საშუალება- 20%.
-რას ელოდით თქვენ მიერ არჩეული წევრისაგან?
გაგვაცნობდა განათლების
სფეროს სიახლეებს 100%.
ჩვენი სკოლა საკმაოდ
მრავარიცხოვანია, ბევრია სერთიფიცირებული მასწავლებელი. ჯგუფში გაერთიანებულ მასწავლებელთაგან სერთიფიცირებული მასწავლებელია 6, ერთს ჩაბარებული
აქვს ერთი გამოცდა. ამავე დროს 2 მენტორი მასწავლებელია (მენტორ-მაძიებელთა სახელმწიფო პროგრამა).
სხვადასხვაგვარი იყო ჯგუფის წევრთა მოტივაციაც. ჯგუფის წევრთა მხოლოდ 30%-ის შემთხვევაში გვქონდა
გაცნობიერებული არჩევანი. დანარჩენი
70 % დაემორჩილა კათედრის წევრთა გადაწყვეტილებას. საინტერესოდ შეიცვალა ჯგუფის წევრთა
მოტივაცია გარკვეული მუშაობის შემდეგ.
ახლა ისინი აღნიშნავენ, რომ აიმაღლეს პროფესიული დონე,
უკეთ გაეცვნენ სასკოლო პრობლემებს, კოლეგების
შესაძლებლობას და პიროვნულ თვისებებს, წვლილი შეიტანეს სკოლის
წინსვლაში, პრობლემების მოგვარებაში.
მას შემდეგ, რაც
ჩავატარეთ ანალიზი, შევისწავლეთ სკოლის სასწავლო პროცესის წინაშე მდგარი
პრობლემები, ( ამისთვის კი სპეციალურად მოვემზადეთ, დავესწარით ტრენინგებს, ჩვენთან
ერთად იმუშავა პროგრამის კონსულტანტმა) შევადგინეთ სამუშაო გეგმა (უნდა ითქვას, რომ
ამგვარი პრინციპებით გეგმა სხვა დროს არ შეგვიმუშავებია). გეგმის შედგენისას მიდგომა
იყო შემდეგნაირი: გეგმა ყოფილიყო მკაფიო და პრობლემებზე ფოკუსირებული, გვქონოდა მაღალი
მოლოდინები. გეგმა უნდა ყოფილიყო ყველა პედაგოგისათვის პროფესიული განვითარების ხელისშემწყობი,
შეგვექმნა კეთილგანწყობილი და წამახალისებელი
გარემო, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაგვება მშობელი. გეგმის განხორციელაბა
უნდა დაფუძნებოდა თანამშრომლობასა და აქტიურ კომუნიკაციას, ხოლო შედეგები განგვესაზღვრა
მონიტორინგის საშუალებით.
კათედრების მიერ დამუშავებული მატრიცის შესაბამისად, ჯგუფის
მიერ შემუშავებული გეგმა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
• სასწავლო
გეგმების კომპონენტების შემუშავება და სასწავლო პროცესში დანერგვა;
• სამოდელო
გაკვეთილების ორგანიზება და შეფასება/თვითშეფასება;
• სასწავლო პროცესის
მონიტორინგი („კრიტიკული მეგობარი“);
• სასკოლო
პროექტის შექმნა;
• მინი-ტრენინგების
და სამუშაო შეხვედრების ხელშეწყობა.
ჩამონათვალიდანაც
ცხადია, რომ ძირითადად ყურადღება სასწავლო პროცესის ხარისხიან დაგეგმვასა და წარმართვაზე შევაჩერეთ. მნიშვნელოვნად
მივიჩნიეთ სკოლაში შეფასების და თვითშეფასების სისტემის სრულყოფისათვის ზრუნვა.
ჯგუფის წევრებმა
შევიმუშავეთ სილაბუსების, თემატურ-კალენდარული გეგმების, გაკვეთილის გეგმების შედგენისათვის
რეკომენდაციები (რომლებიც ეყრდნობოდა სატრენინგო მასალას), გეგმების შეფასების/თვითშეფასების
რუბრიკები და სქემები. ბუნებრივია, სკოლაში აქამდეც არსებობდა აღნიშნული ხასიათის დოკუმენტაცია,
მაგრამ თუ ხარისხობრივ-შინაარსობლივად შევადარებთ, ნათელი იქნება განსხვავება. აღნიშნულის რეალიზებაში მონაწილეობა მიიღო ყველა
პედაგოგმა, რადგან ჯგუფის ყველა წევრმა იმუშავა კათედრებთან ერთად. აღნიშნულ საქმინობას
სხვა ასპექტიც ჰქონდა, დაგვენახვებინა თითოეული პედაგოგისათვის, პრაქტიკულად რამდენად
მნიშვნელოვანია სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ჯგუფის არსებობა.
პედაგოგებისათვის
მტკივნეულად აღიქმებოდა კოლეგისა თუ დირექციის წევრის გაკვეთილზე დასწრება, მნიშვნელოვანია,
რომ დირექციის მიერ გაკვეთილების მოსმენის პრაქტიკა ჩავანაცვლეთ „კრიტიკული მეგობრის“
გაკვეთილზე დასწრებით.
ჯგუფმა კათედრის
წევრებთან ერთად შეიმუშავა გაკვეთილის გეგმვისა და გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები.
ამით მოიხსნა სკოლაში დაძაბულობა და მასწავლებელს მოეხსნა გაკვეთილზე დასწრების შიში.
კათედრის წევრებს გავაცანით გაკვეთილზე დასწრების და დაკვირვების მეთოდები, შემდეგ
ჯგუფის წევრებმა ჩავატარეთ გაკვეთილები, დავესწარით ერთმანეთს, შევაფასეთ და მხოლოდ
ამის შემდეგ გადავდგით შემდგომი ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ ასეთი საქმინობის შედეგად
საკმაო რესურსი შეიქმნა, რომლის გამოყენებასაც ყველა პედაგოგი შეძლებს. ჩავატარეთ ერთგვარი
ექსპერიმენტი, როგორ შეძლებდა პედაგოგი გამოეყენებინა კოლეგის მიერ შექმნილი საგაკვეთილო
გეგმა. თუმცა შედეგმა დაგვანახა, რომ აღნიშნული აქტივობა არც თუ ისე პროდუქტიულია.
მასწავლებელი ბევრად ეფექტურად აღწევს დასახულ მიზანს, თუკი მას თავად აქვს საგაკვეთილო
გეგმაზე ნამუშევარი.
მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა მასწავლებლის
მიერ ჩატარებული გაკვეთილის თვითშეფასების პრაქტიკის დამკვიდრება. უნდა აღინისნოს,
რომ პედაგოგები, ძირითადად, ზეპირი გზით აფასებდნენ საკუთარ გაკვეთილს ისე, რომ არ
ჰქონდათ გაცნობიერებული შეფასების კრიტერიუმები. ამისათვის შევიმუშავეთ სქემები, ერთად
გადავამუშავეთ თვითშეფასებები და შევაჯერეთ მისაღები ფორმა, რომლითაც ყველა პედაგოგი
ისარგებლებს.
აღსანიშნავია,
რომ მუშაობის პროცესში ვიჩენდით მაქსიმალურ სიფრთხილეს, რათა კოლეგას არ გასჩენოდა
თუნდაც მინიმალური ეჭვი იმისა, რომ მას ამოწმებენ. სისტემატურად ვმონაწილეობდით კათედრების მუშაობაში,
ვაცნობდით ყველა იმ თემას, რომლებიც ტრენინგებზე მოვისმინეთ (თითოეული შეხვედრა დაფიქსირებულია
დოკუმენტურად). პედაგოგთა განსაკუთრებული ინტერესე გამოიწვია სასწავლო მეთოდების გაცნობამ,
კოლეგებს მივაწოდეთ დამუშავებული მასალა მეთოდების შესახებ.
აღსანიშნავია,
რომ სკოლაში 3 მენტორ მასწავლებელთან მუშაობდა 7 პედაგოგობის მაძიებელი, ორი პროგრამის
ერთგვარი სინთეზი მაძიებლებისათვის საკმაოდ
ნაყოფიერი აღმოჩნდა, რაზეც მეტყველებს მათ მიერ ჩატარებული სადემონსტრაციო გაკვეთილები.
ცალკე სასაუბრო თემაა
სკოლაში ჩატარებული კვლევა, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პრობლემის შესწავლას ემსახურება.
სკოლის საქმიანობაზე
დაკვირვებამ ცხადყო, რომ მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში ნაკლებია. აღნიშნული
პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით პროფესიული განვითარების ჯგუფმა ჩაატარა კვლევა.
კვლევის მიზანი:
მშობელთა ჩართულობის
ნაკლებობის მიზეზების დადგენა და შემდგომი რეკომენდაციების შემუშავება პრობლემის დაძლევისათვის.
საპილოტე კვლევა
ჩატარდა სწავლების სამივე საფეხურზე, კერძოდ,
I-4 (დამ. ლ. გელოვანი), V-4 (დამ. ნ. ნიქაცაძე), IX-3 (დამ. ირ. ქურციკიძე), X-3
(დამ. ხ. აქიაშვილი) კლასების 68 მშობელი, აქედან: 1-ლი კლასის 21, მე-5 კლასის
20, მე-9 კლასის 17, მე-10 კლასის 20 მშობელი.
კვლევის მეთოდები: ანკეტირება
მშობლებთან და მოსწავლეებთან, ფოკუსჯგუფები პედაგოგებთან.
კვლევა ჩატარდა
სწავლების სხვადასხვა საფეხურზე: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. მასში მონაწილეობა
მიიღეს მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა. რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტარში
(ანონიმური ანკეტირება მშობლებთან და მოსწავლეებთან) გამოყენებული იქნა როგორც დახურული, ასევე ღია
კითხვები, ანუ კონკრეტული მაგალითების მოთხოვნა, რაც იძლევა გამოკითხულთა მიერ გაკეთებული
შეფასებების დაზუსტების საშუალებას.
კვლევის შედეგების
გათვალისწინებით ჯგუფი ამზადებს პროექტს.
ჩატარებული
საქმიანობის სტატისტიკა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:
• ტრენინგებზე
დასწრება - სისტემატურად.
• პროგრამის
კონსულტანტთან შეხვედრა-8
• ჯგუფის
სამუშაო შეხვედრა
- 7.
• კათედრის
სხდომაზე ჯგუფის წევრების მოხსენება -7 (თითოეულ
კათედრაზე).
• მოსმენილი
გაკვეთილი „კრიტიკული მეგობრისაგან“ – 10.
• კვლევა
-1.
• საგრანტო
პროექტი (დამუშავების პროცესშია) -1
ჯგუფის თვითშეფასების ერთგვარ ინდიკატორად მივიჩნიეთ,
რას ფიქრობენ კოლეგები ჯგუფის მუშაობის შესახებ.
გამოკითხვის შედეგები შესაძლოა ასე ჩამოყალიბდეს:
-
ჯგუფის საქმიანობამ გაახალისა სასკოლო ცხოვრება, თუმცა
მასწავლებლებისგან მეტი ძალისხმევა მოითხოვა.
- მასწავლებლები, გარკვეულწილად, ერთმანეთს დაუახლოვდნენ.
- მასწავლებელს აღარ უწევს რესურსების ძიება. არიან ადამიანები, რომლებსაც ენდობიან, რომ დაეხმარებიან.
- მოახერხეს მასწავლებელთა ნაწილის ჩართვა საქმიანობაში.
- მასწავლებლები, გარკვეულწილად, ერთმანეთს დაუახლოვდნენ.
- მასწავლებელს აღარ უწევს რესურსების ძიება. არიან ადამიანები, რომლებსაც ენდობიან, რომ დაეხმარებიან.
- მოახერხეს მასწავლებელთა ნაწილის ჩართვა საქმიანობაში.
ბუნებრივია, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში
საქმინობამ ჩამოგვიყალიბა გარკვეული მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინება, ვფიქრობთ შედეგის მომტანი იქნება.
•
პროფესიული განვითარების ჯგუფი გახდეს სკოლის წესდებით
გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეული.
•
სკოლის სასწავლი გეგმა და ჯგუფის
სამუშაო გეგმა სინთეზურად შეერწყას
ერთმანეთს.
•
მასწავლებელთა საკმაოდ დატვირთული სასწავლო დღიდან გამომდინარე,
ტრენინგები ჩატარდება არდადეგების პერიოდში, ანდა მრავლსაათიანი ტრენინგის დროს მასწავლებელი გამოთავისუფლდეს სასწავლო პროცესიდან.
•
სასურველია ტრენინგები და ჯგუფები იქნეს დიფერენცირებული.
•
სასურველია გამარტივდეს დოკუმენტაციის წარმოება.
•
ჯგუფის წევრების საქმიანობა უნდა იყოს მკვეთრად სტიმულირებული, მათ
შორის ფინანსურადაც.
დაბოლოს, საკუთარ თავს დავუსვით კითხვა: გაკეთებული ბევრია
თუ ცოტა?
გავრცელებული აზრის მიხედვით, „თვითშეფასების გამოთვლის
ფორმულა“. თვითშეფასება არის წარმატება გაყოფილი პრეტენზიებზე. იმისათვის რომ გავზარდოთ თვითშეფასება ან უნდა მოვუმატოთ წარმატებას, ან უნდა შევამციროთ პრეტენზიები...“ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, რომელს აირჩევს.
რუსუდან კეკელიძე,
ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი,
სკოლის
ბაზაზე მასწავლებელთა
პრფესიული
განვითარების ჯგუფის წევრი.
Subscribe to:
Posts (Atom)