პროექტის მთავარი თემა: პოპულარული სატელევიზიო გადაცემებისა და თანატოლების მეტყველების შესწავლა, გრამატიკული ნორმების უგულებელყოფის ტიპური შემთხვევების დაფიქსირება, ანალიზი, საზოგადოების მეტყველების ტენდენციების გამოკვეთა, პოპულარულ სატელევიზიო გადაცემებში გამოყენებული ენობრივი სტილის გავლენა მოზარდთა მეტყველებაზე.
პროექტის აქტუალურობა: ენის სიწმინდის დაცვისათვის უმნიშვნელოვანესია საკომუნიკაციო საშუალებებით საზოგადოება ისმენდეს გამართულ მეტყველებას. პოპულარული გადაცემების ენა მკვიდრდება მოზარდთა მეტყველებაში და გრამატიკულად სწორ ფორმებს ენაცვლება მორფოლოგიურად, სინტაქსურად და სტილურად გაუმართალი ფრაზები, ხშირია ქართულისათვის არაბუნებრივი ფორმების დამკვიდრების ტენდენცია, რომლის პირველწყაროც სწორედ სატელევიზიო გადაცემებია.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: 3 თვე (მარტი, აპრილი, მაისი).
პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსი: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ტელევიზორი, დიქტაფონი, ფურცლები და სხვა.
პროექტის მსვლელობა (ძირითდი აქტივობები): პროექტის მიზნისა და აქტუალობის გაცნობა, მოზარდების დაყოფა ინტერესთა მიხედვით, ფოკუს ჯგუფების შექმნა, მასწავლებლობის მაძიებლებისათვის საკონსულტაციო ჯგუფების განსაზღვრა, საკვლევი მასალის განაწილება, მოძიებული ინფორმაციის დალაგება, შესწავლა და ანალიზი, საპრეზენტაციო მასალების შექმნა, ბუკლეტის გამოშვება, კონფერენციის მოწყობა. ბლოგის შექმნა.

პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან კეკელიძე.
პროექტის ვებ-გვერდი: rkekelidze-rusiko.blogspot.com
No comments:
Post a Comment