პროექტის შესრულება

Wednesday, 5 September 2012

დატვირთული ტექსტი




ეს თამაში, ძირითადად, მე-5- მე-6 კლასების მოსწავლეებთან გამოიყენაბა.
იმის მიხედვით, რით გვინდა „დავტვირთოთ“ ტექსტი (ხმოვანების გამომხატველი ლექსემებით, ლექსიკური თუ მორფოლოგიური სინონიმებითა და ანტონიმებით), მოსწავლეებს ვაძლევთ დავალებას, შეთხზან ტექსტი.
 მოსწავლე კითხულობს თვის ტექსტს და აცხადებს, რამდენი სიტყვა გამოიყენა დავალების შესაბამისად. გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე საინტერესო ტექსტ წარადგენს და დავალების პირობას მაქსიმალურად შეასრულებს.
 მე-6 კლასის მოსწავლეებთან ლექსიკონზე მუშობის პროცესში შევისწავლეთ „ჟ “ ბგერაზე დაწყებული ლექსიკური ერთეულები. მოსწავლეებს შევთავაზეთ თამაში. ბექამ ასეთი ტექსტი შეადგინა.

„ჟამი ჟონავდა ჟირაფის თვალიდან,
ჟივჯივი გაჰქონდა ჟალტამს,
ჟინჟღლავდა ჟამი ჟირაფის თვალიდან,
ჟირაფის, რომელიც  ჟანგისფერ სივრცეში
ჟინის ჟღარუნით აფრთხობდა სიკვდილს.“

Sunday, 2 September 2012

რატომ უნდა ვითამაშოთ გაკვეთილზე?..


  პედაგოგის წინაშე დგას ამოცანა: იმგვარად წარმართოს საგაკვეთილო პროცესი, რომ ხელო შეუწყოს მოზარდში გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
 მასწავლებლისთვის მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება გაკვეთილზე დიდაქტიკური ხასიათის თამაშების გამოყენებაა.
  ნიშანდობლივია, რომ ამ პროცესში ვლინდება ბავშვის დამოუკიდებელი აზროვნება, მოსწავლე ერთმანეთისაგან ასხვავებს მთავარსა და მეორეხარისხოვანს.
 თამაშის თანამდევია თავისუფლება, სილაღე, წესრიგისკენ სწრაფვა,  ასეთ შემთხვევაში გაკვეთილი უფრო აქტიური და ხალისიანი, საინტერესო  ხდება და მოსწავლეთა მეხსიერებაში რჩება, როგორც „გონის მონაპოვარი“.


 ბავშვი თამაშის პროცესში ცდილობს, უკეთ წარმოჩნდეს, გამარჯვება კმაყოფილებას ანიჭებს, გამარჯვების პატივი მთელ გუნდზე გადაინაცვლებს.




წინადადება სასვენი ნიშნების მიხედვით

 პუნქტუაციის წესების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებელია თამაშის - „წინადადება სასვენი ნიშნების მიხედვით“.
 თამაში შეიძლება ჩატარდეს სასვენი ნიშნების პირველი გაცნობისთანავე. იგი განსაკუთრებით ეფექტურია სწავლების ზედა საფეხურზე, პუნქტუაციის წესების გამეორებისას.
  ვთქვათ, ვაძლევთ სქემას სასვენი ნიშნების შემდეგი თანმიმდევრობით: „-?- ,“. მოსწავლემ, შეიძლება, შემდეგი წინადადება დაწეროს: „-ეს არის იალბუზი?-კითხულობდა იაგორი, ჩვენი გამყოლი“.
 ან: „ , - ,.“  („ვამბობდი,-დაბნევით ჩაილაპარაკა ელიმ, ახალგაზრდა ქალმა“).
მოსწავლეებს ეძლევა  ამოცანა: მზა ტექსტში კი არ დასვან სასვენი ნიშნები, არამედ ტექსტი ააგონ სასვენი ნიშნების მიხედვით.