
მასწავლებლისთვის
მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება გაკვეთილზე დიდაქტიკური ხასიათის თამაშების
გამოყენებაა.
ნიშანდობლივია, რომ ამ პროცესში ვლინდება ბავშვის
დამოუკიდებელი აზროვნება, მოსწავლე ერთმანეთისაგან ასხვავებს მთავარსა და მეორეხარისხოვანს.

ბავშვი თამაშის
პროცესში ცდილობს, უკეთ წარმოჩნდეს, გამარჯვება კმაყოფილებას ანიჭებს, გამარჯვების
პატივი მთელ გუნდზე გადაინაცვლებს.
წინადადება სასვენი ნიშნების მიხედვით
პუნქტუაციის
წესების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებელია თამაშის - „წინადადება სასვენი ნიშნების
მიხედვით“.
თამაში შეიძლება
ჩატარდეს სასვენი ნიშნების პირველი გაცნობისთანავე. იგი განსაკუთრებით ეფექტურია სწავლების
ზედა საფეხურზე, პუნქტუაციის წესების გამეორებისას.
ვთქვათ, ვაძლევთ სქემას სასვენი ნიშნების შემდეგი
თანმიმდევრობით: „-?- ,“. მოსწავლემ,
შეიძლება, შემდეგი წინადადება დაწეროს: „-ეს არის იალბუზი?-კითხულობდა იაგორი, ჩვენი
გამყოლი“.
ან: „ , - ,.“ („ვამბობდი,-დაბნევით
ჩაილაპარაკა ელიმ, ახალგაზრდა ქალმა“).
მოსწავლეებს ეძლევა ამოცანა: მზა ტექსტში კი არ დასვან სასვენი ნიშნები,
არამედ ტექსტი ააგონ სასვენი ნიშნების მიხედვით.
No comments:
Post a Comment